1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები (დამოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს დადებული შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოახმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა.
2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად.
. სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასურების შესაბამისად იმ პირის მიერ, რომლის შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად.
3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი. მოწმეებს, რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.05.2012 კანონი №6145
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნისათვის გადასახდელი თანხები 1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები (დამოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს დადებული შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოახმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა. 2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად. 21 . სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასურების შესაბამისად იმ პირის მიერ, რომლის შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად. 3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი. მოწმეებს, რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(32)
- საქმე №ა-5092-შ-154-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, 731 მუხლებით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს "ბ.ჯ–იას" განცხადება, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №ა-3392-შ-87-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილი იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. 9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ,…
- საქმე №ა-2887-72-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2025
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ,…
- საქმე №ა-2962-შ-77-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ,…
- საქმე №ა-2438-შ-62-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2025
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. 9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ,…
- საქმე №ა-1677-შ-42-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ას-371-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ა-2367-შ-70-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2023
- საქმე №ას-286-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2021
- საქმე №ა-1493-შ-39-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
- საქმე №ა-1741-შ-42-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
- საქმე №ას-936-901-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2019
- საქმე №ბს-1138(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2018
- საქმე №ას-1040-960-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2018
- საქმე №ას-718-686-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2016
- საქმე №ას-528-504-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2016
- საქმე №ას-1299-1237-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2015
- საქმე №ას-337-318-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2014
- საქმე №ას-226-211-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2014
- საქმე №ას-7-7-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2014
- საქმე №ბს-1599-1575(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2012
- საქმე №010332219900023383 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №010330118900018880 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.01.2019
- საქმე №330210114575373 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №330299913219773 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №200210016001403228 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №060210117002072894 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2018
- საქმე №180210116001227381 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.05.2018
- საქმე №120210019003209629 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №120210119002845761 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 13.04.2019
- საქმე №120210018002282653 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 13.03.2018
- საქმე №080210117001846743 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება