თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა, არ გასაჩივრდება.
2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან.
3. სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
თავი IX
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა, არ გასაჩივრდება. 2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან. 3. სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. თავი IX.IX სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-1აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2025
კ-ემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც, საქართველოს სსსკ-ის 66-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, 2023 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საჩივარი დატოვა განუხილველად.
- საქმე №030100119003183709 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
მსჯავრდებულ თ----- რ-------ს ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- საქმე №330100115002330495 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2018
აპელანტები მიუთითებენ, რომ ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უარი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
- საქმე №140100119003141574 · გორის რაიონული სასამართლო · 26.11.2019
…მოვალეობა. ამავე კოდექსის 65-ე მუხლით, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული ზეკანონური მოვალეობის შესრულებაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება