1. არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
2. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
3. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
4. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ.
5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
6. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/579 - ვებგვერდი, 18.08.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. დაუშვებელი მტკიცებულება # # # # # # # # # 1. არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. 2. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. 3. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. 4. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ. 5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. 6. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/2/579 - ვებგვერდი, 18.08.2015წ.18.08.2015
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(109)
- საქმე №2კ-1085აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ) მოპოვება არ იქნა განხორციელებული საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესის დაცვით (სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ინფორმაციის ამოღების შესახებ სასამართლოს ex antre/ ex poste განჩინება)- შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის, 72-ე და 82-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N..
- საქმე №2კ-1021აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები დაუშვებელი მტკიცებულებებია საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან (ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფი“) გამომდინარე. 12. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო…
- საქმე №2კ-781აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2026
…შემთხვევაში ბრალდების მხარემ უგულებელყო მტკიცებულების (მოცემულ შემთხვევაში – ხელშეკრულების) მოპოვების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესი. 6.5.2. „საქართველოს სსსკ-ით მკაცრად რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა მოპოვების წესი. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ აქვს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას.
- საქმე №2კ-364აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.10.2025
სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ აქვს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს, მათ შორის მისი დასაშვებობის თვალსაზრისითაც.
- საქმე №2კ-1209აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.05.2025
…საქმეზე დამაგრება მოხდა კ. ქ–ის მიერ განცხადების საფუძველზე წარდგენის გზით (იხ.: ტ.1, ს.ფ. 68-70). 14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ით მკაცრად რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა მოპოვების წესი. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ აქვს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს, მათ შორის მისი დასაშვებობის თვალსაზრისითაც.
- საქმე №2კ-769აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-130აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
- საქმე №2კ-1415აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.06.2024
- საქმე №2კ-319აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №2კ-845აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №2კ-140აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2022
- საქმე №66აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2022
- საქმე №2კ-615აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.12.2021
- საქმე №2კ-388აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
- საქმე №2კ-38აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2021
- საქმე №2კ-809აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №2კ-30აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2020
- საქმე №2კ-112აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2020
- საქმე №2აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №2კ-761აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2020
- საქმე №2კ-739აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2020
- საქმე №2კ-646აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2018
- საქმე №2კ-550აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2018
- საქმე №2კ-701აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2017
- საქმე №2კ-677აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №2კ-50აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2017
- საქმე №2კ-453აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.02.2016
- საქმე №45აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2015
- საქმე №2კ-12აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2014
- საქმე №2კ-104აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2013
- საქმე №2კ-257აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100116001336411 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2020
- საქმე №010141318700060634 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2020
- საქმე №160100118002726551 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100118002551960 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2020
- საქმე №330100119002993783 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.01.2020
- საქმე №330100118002724279 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №330100119002805690 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.12.2019
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №200100119002851779 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 109-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება