დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 50აპ-17 ქ. თბილისი
ფ-ე პ., 50აპ-17 5 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ს-ს, თ. ნ-სა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. ფ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა:
- გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი (საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;
- სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება ანუ სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი (საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი);
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი);
- ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
2. პ. ფ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლის 31 მაისს, საღამოს საათებში, ….. რაიონის სოფელ ….. პ. ფ-ე მივიდა მეზობლად მცხოვრებ დ. ბ-ს ოჯახში, სადაც იმ დროს მარტო იმყოფებოდნენ დ. ბ-ს არასრულწლოვანი შვილები - ა., ვ. და მ. ბ-ები. პ. ფ-მ თავდაპირველად ა. ბ-ს, ხოლო შემდეგ ვ. ბ-ს უთხრა, რომ სიგარეტის შესაძენად მაღაზიაში გაჰყოლოდა. აღნიშნულზე მათგან უარი მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაღაზიაში გაყოლაზე დაითანხმა 10 წლის მ. ბ-ე. მასთან ერთად, პ. ფ-ე ფეხით გაემართა ….., ….. ქუჩაზე მდებარე ,,…..’’ აფთიაქში, სადაც შეიძინა სქესობრივი პოტენციის ასამაღლებელი 2 აბი მედიკამენტი ,,…..’’, საიდანაც ნაწილი პ. ფ-მ მიიღო, ხოლო ნაწილის მიღება მ. ბ-ს მოსთხოვა, რომელმაც მას მედიკამენტი გამოართვა, მაგრამ არ დაულევია და მისგან ფარულად გადააგდო. ამის შემდეგ პ. ფ-ე მ. ბ-თან ერთად, ფეხით გაემართა სოფელ ….. მიმართულებით. პ. ფ-მ, სურდა რა 10 წლის ასაკის უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ. ბ-თან სქესობრივი კავშირის დამყარება, რომელსაც მცირე ასაკის გამო არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და ასევე არ შეეძლო გაეთვითცნობიერებინა, თუ რა ხდებოდა მის თავს, იგი გადაიყვანა გზის პირას არსებულ ვენახში. პ. ფ-მ მ. ბ-ს მოსთხოვა მიწაზე დაჯდომა, რაც მან შეასრულა. ამის შემდეგ ჩახადა შარვალი და ტრუსი, შეშინებულმა მ. ბ-მ უთხრა, რომ უნდოდა დებთან წასვლა, რაზეც პ-მ უთხრა, რომ გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა, გაგუდავდა, მალე მორჩებოდნენ და წავიდოდნენ სახლში. თავად პ. ფ-მ წელქვემოთ გაიხადა, რის შემდეგაც მ. ბ-ე მუხლებზე დააყენა. პ. ფ-მ სასქესო ორგანოზე მოირგო პრეზერვატივი და არასრულწლოვან მ. ბ-თან, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რითაც მ. ბ-ს საქალწულო აპკის მიმდებარედ, ლორწოვანზე მიაყენა დაზიანებები მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევების სახით. საბოლოოდ, პ. ფ-მ მ. ბ-ს გაუპატიურებით დაიკმაყოფილა სქესობრივი ჟინი და ადგილზე ჩაეძინა, ხოლო მ. ბ-ე კი სახლში გაიქცა. აღნიშნულის შემდეგ პ. ფ-ე მიიმალა და გატარებული ღონისძიებების შედეგად იგი დააკავეს 2015 წლის 4 ივნისს ….. რაიონის სოფელ …...
· 2015 წლის 31 მაისს, საღამოს საათებში, ….. რაიონის სოფელ ….. პ. ფ-ე მივიდა მეზობლად მცხოვრებ დ. ბ-ს ოჯახში, სადაც იმ დროს მარტო იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილები - ა., ვ. და მ. ბ-ები. პ. ფ-მ თავდაპირველად ა. ბ-ს, ხოლო შემდეგ ვ. ბ-ს უთხრა, რომ სიგარეტის შესაძენად მაღაზიაში გაჰყოლოდა. აღნიშნულზე უარი მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაღაზიაში გაყოლაზე დაითანხმა 10 წლის მ. ბ-ე. მასთან ერთად პ. ფ-ე ფეხით გაემართა ….., ….. ქუჩაზე მდებარე „…..“ აფთიაქში, სადაც შეიძინა სქესობრივი პოტენციის ასამაღლებელი 2 აბი მედიკამენტი „…..“, საიდანაც ნაწილი პ. ფ-მ მიიღო, ხოლო ნაწილის მიღება მ. ბ-ს მოსთხოვა, რომელმაც მას მედიკამენტი გამოართვა, თუმცა არ დაულევია და მისგან ფარულად გადააგდო. ამის შემდეგ პ. ფ-ე მ. ბ-თან ერთად ფეხით გაემართა სოფელ ….. მიმართულებით. პ. ფ-მ, სურდა რა 10 წლის ასაკის უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ. ბ-თან სქესობრივი კავშირის დამყარება, რომელსაც მცირე ასაკის გამო არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და ასევე არ შეეძლო გაეთვითცნობიერებინა თუ რა ხდებოდა მის თავს, მ. ბ-ე გადაიყვანა გზის პირას არსებულ ვენახში. პ. ფ-მ მ. ბ-ს მოსთხოვა მიწაზე დაჯდომა, რაც მან შეასრულა. რამდენიმე ხანში ჩახადა შარვალი და ტრუსი, შეშინებულმა მ. ბ-მ უთხრა, რომ უნდოდა დებთან წასვლა. პ. ფ-ე დაემუქრა მოკვლით, უთხრა, რომ გაჩუმებულიყო, თორემ გაგუდავდა და მოკლავდა, რის შემდეგაც მ. ბ-ე მუხლებზე დააყენა. ამის შემდეგ პ. ფ-მ ხელის თითზე მოირგო პრეზერვატივი და მოათავსა ჯერ მ. ბ-ს სასქესო ორგანოში, ხოლო შემდეგ - უკანა ტანში. ტკივილის გამო მ. ბ-ე ტიროდა და დებთან წასვლას ითხოვდა, თუმცა პ. ფ-ე მას გაგუდვით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ პ. ფ-მ თავის სასქესო ორგანოზე მოირგო პრეზერვატივი, დაჯდა და მ. ბ-ს უკანა ტანში მოათავსა სასქესო ორგანო. პ. ფ-ს მიერ მ. ბ-ს უკანა ტანში სასქესო ორგანოს მოთავსებით, მ. ბ-მ უკანა ტანის არეში მიიღო დაზიანებები ნასკდომების სახით, მიმდებარედ - მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. რამდენიმე ხნის შემდეგ, კვლავ გაგუდვის მუქარით, პ. ფ-მ თავისი სასქესო ორგანო მოათავსა მ. ბ-ს პირის ღრუში. აღნიშნულით პ. ფ-მ მ. ბ-თან გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სექსუალური კონტაქტი, რის შემდეგაც ადგილზე ჩაეძინა, ხოლო მ. ბ-ე სახლში გაიქცა. აღნიშნულის შემდეგ პ. ფ-ე მიიმალა და გატარებული ღონისძიებების შედეგად იგი დააკავეს 2015 წლის 4 ივნისს ….. რაიონის სოფელ …...
· პ. ფ-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0.251027 გრამი „ჰეროინი“, რომელიც ….. რაიონის სოფელ ….. ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით პ.ფ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამ განაჩენის საფუძველზე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სხვა უფლებებთან ერთად, მსჯავრდებულ პ. ფ-ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით პ. ფ-ს ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მაგრამ აკრძალვის მიუხედავად, 2015 წლის 26 მაისს ….. იგი მართავდა ავტომობილს.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით პ. ფ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
პ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 17 წელს ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის (16 წლით თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი - 4 წელი და 6 თვე, სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის (2 წლით თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი - 1 წელი და 6 თვე და პ. ფ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 4 ივნისიდან - 2016 წლის 2 მარტის ჩათვლით;
ნივთიერი მტკიცებულებები: „…..“ აფთიაქის სათვალთვალო სისტემის დათვალიერებისას ამოღებული ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; საგამოძიებო ექსპერიმენტის (მ. ბ-ს ჩვენების შემოწმება) დროს გადაღებული ფოტომასალა CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; სს „…..“ სათვალთვალო სისტემის დათვალიერებისას ამოღებული ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; პ. ფ-სა და მ. ბ-გან აღებული ბიოლოგიური კვლევის (ნერწყვის) ნიმუშები, რომლებიც ინახება ….. შს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მ. ბ-გან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ….. შს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; პ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშულება - „ჰეროინი“’, რომელიც ინახება შს სამინისტროს შესაბამის სამსახურში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; პ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პ. ფ-ს ჩანთა და მასში არსებული ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი და საყოფაცხოვრებო ნივთები, მობილური ტელეფონი „სამსუნგი“, შავი ტყავის საფულე და მასში მოთავსებული „ლაი-ლაის“ ორი სიმბარათი, ბილაინის ერთი სიმბარათი, ლიბერთი ბანკის ერთი და „პსპ“-ს ერთი ბარათი, ერთი „მარწყვი“ ბარათი, რომლებიც ინახება ….. შს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს პ. ფ-ს ან/და მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; საგამოძიებო ექსპერიმენტის (მ. ბ-ს ჩვენების შემოწმება) დროს ამოღებული ორი პრეზერვატივი, ბოთლის ერთი თავსახური და ნამწვავის ნიმუში, რომლებიც ინახება ….. შს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დათვალიერების დროს ამოღებული მ. ბ-ს ქვედა საცვალი, რომელიც ინახება ….. შს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დათვალიერების დროს ამოღებული მ. ბ-ს მაისური, რომელიც ინახება ….. შს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მ. ბ-გან ექსპერტის მიერ აღებული ნაცხის ნიმუში, რომელიც ინახება ….. შს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კობა სირაძემ. ადვოკატმა ითხოვა გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებაში - არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა. პროკურორმა კობა სირაძემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანა: პ. ფ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ დანიშნული სასჯელების მთლიანი შეკრება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებულ პ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - დ. ს-ე და თ. ნ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მსჯავრდებულის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებაში - არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, იგი არ ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; საქმეში არსებული ამბულატორიული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულ მ. ბ-ს მცირეწლოვანების გამო არ შეეძლო, სწორად აღექვა მოვლენები, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში და მიეცა სწორი ჩვენება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ. ბ-ს ჩვენება ფორმალური ხასიათისაა და მოკლებულია დამაჯერებლობას; მან ვერ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებული რიგი დეტალები, რაც დაზარალებულის ჩვენებას უკარგავს დამაჯერებლობას; მოწმეების - მ. ტ-ს, რ. ჩ-სა და დ. ბ-ს ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ხოლო მოწმის სახით დაკითხული პედაგოგების - ე. ე-ს, ნ. მ-სა და გ. გ-ს ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, ხოლო დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ვერ გასცა მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხი დაზიანებებთან დაკავშირებით, იყო თუ არა ისინი სექსუალური დანაშაულისათვის დამახასიათებელი; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება შეფასდეს როგორც მტკიცებულება, რადგან ეჭვქვეშ დგება ამ დასკვნის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.
7. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, პ.ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ დანიშნული სასჯელების მთლიან შეკრებას შემდეგი საფუძვლებით: საქმეში არსებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პ. პ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო სასამართლომ მსჯავრდებული უსაფუძვლოდ გაამართლა ამ ნაწილში და არ გაითვალისწინა მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების, მათ შორის - შ. გ-ს ჩვენება, რომლებითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ცალ-ცალკე დაილუქა; განაჩენი ასევე უკანონოა სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გამოსწორდა და კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სასჯელის მთლიანი შეკრების პრინციპი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ პ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ს-ს, თ. ნ-სა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების დასკვნას პ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, ხოლო რაც შეეხება სასამართლოების შეფასებას საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე, იგი სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
3. არასრულწლოვანი დაზარალებულის - მ. ბ-ს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 31 მაისს მათთან სახლში მივიდა პ. ფ-ე, რომელმაც ჯერ მის დებს - ა. და ვ. ბ-ებს სთხოვა მაღაზიაში გაყოლა, ვინაიდან ვალი ჰქონდა და თვითონ ვერ შედიოდა, ხოლო მათგან უარის მიღების შემდეგ მას სთხოვა მაღაზიაში გაყოლა სიგარეტის საყიდლად. მ. მას დასთანხმდა და წაჰყვა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად ვალი ჰქონდა და ვერ შედიოდა მაღაზიაში. გზაში პ. ეკითხებოდა, რა ერქვა და რა გვარი იყო, მკერდი ჰქონდა თუ არა გაზრდილი, მენსტრუაცია თუ ჰქონდა. თავდაპირველად „…..“ აფთიაქთან მივიდნენ, რა დროსაც ის სადარბაზოსთან დატოვა, პ. ფ-მ კი რაღაც იყიდა. მაღაზიაში შევიდნენ, შოკოლადები იყიდეს, შემდეგ ისევ „.“ აფთიაქთან მივიდა პ.ფ-ე, მ. კი გვერდით მდებარე ბანკთან დააყენა, უთხრა, არ განძრეულიყო, დალოდებოდა და ისიც მალე მივიდოდა. როდესაც გამოვიდა, წამალი ამოიღო პარკიდან, ნახევარი მას მისცა, ნახევარი თვითონ დალია და უთხრა, დაელია. გზა განაგრძეს, მან წამალი ჩუმად გადმოაგდო, პ. რომ არ დაენახა. „….. პარკში“ როდესაც შევიდნენ, დაინახეს გოგო და ბიჭი, ერთმანეთს ეხვეოდნენ, პ-მ უთხრა, „ასე ვართ ჩვენც“. გზა განაგრძეს სოფლის მიმართულებით, რა დროსაც შეხვდათ თეთრი მანქანა და შესთავაზეს პ. ფ-ს სახლამდე მიყვანა, თუმცა მან უარით უპასუხა, ვინაიდან უკვე ახლოს იყვნენ სახლთან. ჩავიდნენ ვენახებში, სადაც მუხა დგას, პ. ფ-მ უთხრა დამჯდარიყო. რამდენიმე ხანში შარვალი და საცვალი ჩახადა. შეეშინდა, უთხრა, რომ დებთან უნდოდა, პ-მ კი უპასუხა, გაჩუმებულიყო, თორემ გაგუდავდა და მოკლავდა, მორჩებოდნენ და მალე წავიდოდნენ. უთხრა ხელებზე და ფეხებზე დამდგარიყო, მას შეეშინდა და შეასრულა. მარჯვენა საჩვენებლ თითზე რაღაც წამოიცვა პ-მ და ჯერ უკანა ტანში, ხოლო შემდეგ წინ მოათავსა, იგრძნო ტკივილი და უთხრა, რომ დებთან უნდოდა, პ-მ კი უპასუხა, გაჩუმდი, თორემ გაგგუდავ და მოგკლავო. აღნიშნულის შემდეგ პ. ფ-მ შარვალი და საცვალი გაიხადა, სასქესო ორგანოზე რაღაც წამოიცვა და ჯერ უკანა ტანში მოათავსა, ხოლო შემდეგ - მის სასქესო ორგანოში. მ. ბ-მ იგრძნო ძლიერი ტკივილი და სისხლი წამოუვიდა, მომხდარიდან მალე მსჯავრდებული ბალახზე დაწვა და აიძულა მ. ბ-ე, რომ მისი სასქესო ორგანო მოეწოვა. რამდენიმე ხანში პ. ფ-ს ჩაეძინა, ხოლო თვითონ გაიპარა და სახლში მივიდა. მეორე დღეს, როდესაც სკოლაში მიდიოდნენ, ა-ს შეკითხვებს უპასუხა. მომხდარის შესახებ ასევე მოუყვა მამიდას, როდესაც მასთან იყო სახლში. ასევე, 2014 წლის 3 ივნისს, როდესაც სახლში დაბრუნდნენ, მომხდარის შესახებ მოუყვა იქ მყოფებს.
4. მოწმე ა. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 31 მაისს მათთან სახლში მივიდა პ. ფ-ე. მას და ვ-ს სთხოვა მაღაზიაში გაყოლა, ვინაიდან ვალი ჰქონდა და თვითონ ვერ შედიოდა. ა-მ და ვ-მ უარი უთხრეს. აღნიშნულის შემდეგ პ. ფ-ს თხოვნით მ. ბ-ე გაჰყვა მაღაზიაში, მიუხედავად იმისა, რომ მან დაუშალა. სახლში დარჩა ვ. ბ-სა და გ. მ-თან ერთად. მ-ს სახლში მისვლა დააგვინდა. გ. მ-მ უთხრა, რომ ტელეფონით ესაუბრა პ-ს და მალე დაბრუნდებოდნენ. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. არ დაბრუნდა. შემდეგ გ-მ კვლავ დაურეკა პ-ს. ა-ს უთხრა, რომ ….. იყვნენ პ. და მ. და მალე დაბრუნდებოდნენ. ღამე, გვიან დაბრუნდა მ. სახლში, რომელიც ეზოში მსხლის ხესთან იდგა და ტიროდა. მისი დის - ვ-ს კითხვაზე, თუ რა მოხდა, პასუხს არ სცემდა. მეორე დილით, როდესაც ის და მ. სკოლაში მიდიოდნენ, ჰკითხა, რა მოხდა წინა დღეს, რა დროსაც მ-მ უპასუხა „არ უნდოდა გახსენება, დავიწყება უნდოდა“ და ტიროდა. მის კითხვებზე „ჩაგხადა“, „შეგეხო“ - მ-მ დადებითი პასუხი გასცა. სკოლაში კლასელს - მ. გ-ს მოუყვა მომხდარის შესახებ, რომელმაც, თავის მხრივ, მასწავლებელს უამბო ა-ს ნათქვამი.
5. მოწმე რ. ჩ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ივნისს, სამი რიცხვი რომ თენდებოდა, მას დაუკავშირდა მისი და - კ. ჩ-ე და უთხრა, რომ მისი შვილი მ. ბ-ე ვიღაცას ჰყავდა წაყვანილი და ნაწვალები იყო. 3 ივნისს, საღამოს, დებთან - ფ. და ე. ჩ-თან ერთად მივიდა ….. რაიონის სოფელ ….., დ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში. თავიდან არაფერი უთქვამთ, ხოლო მას შემდეგ, რაც ეზოში ყოფნის დროს შემოესმა კივილისა და ტირილის ხმა, შევიდა სახლში და დებისგან გაიგო, რომ 2015 წლის 31 მაისს, დაახლოებით 23:00-00:00 დროის მონაკვეთში პ. ფ-მ მ. ბ-ე წაიყვანა მაღაზიაში და კანფეტები უყიდა, შემდეგ აფთიაქში წამალი და პრეზერვატივი იყიდა. მ. მიიყვანა ვენახებში, მუხასთან და სქესობრივი კავშირი დაამყარა. მოწმის განმარტებით, სანამ სქესობრივ კავშირს დაამყარებდა მ-თან, პ.ფ-ე დაემუქრა მოკვლით.
6. მოწმე მ. ტ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ივნისს მის რძალს, თ.(თ.) ბ-ს დაუკავშირდნენ სკოლიდან და უთხრეს, რომ მისი ძმისშვილი შეშინებული იყო. ა., ვ. და მ. ბ-ები მიიყვანეს მათთან სახლში, …... 2015 წლის 3 ივნისს, როდესაც იმყოფებოდნენ ….. რაიონის სოფელ ….., ნ. ბ-გან გაიგო, რომ პ. ფ-მ მ. ბ-ე წაიყვანა ღამით, აფთიაქში რაღაც იყიდა, მ-ს წამალი მისცა, თუმცა მ-მ არ დალია. შემდეგ ვენახებში შეიყვანა და მასთან წინიდან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ეფერებოდა, ტუჩებში კოცნიდა, ასევე მოეფერა სხეულის ქვედა ნაწილშიც. მამაკაცის სასქესო ორგანო მიადო წინიდან, რა დროსაც მ-ს სისხლი წამოუვიდა და ტკივილი იგრძნო. მოწმის განმარტებით, როდესაც მ. ბ-ე მიიყვანეს მათთან სახლში, ბავშვმა უთხრა, რომ „ქვევით ეფხანებოდა“, შევიდა აბაზანაში და იბანავა. მომხდარის შესახებ 2015 წლის 3 ივნისს ტელეფონით მოუყვა თ. (თ.) ბ-ს.
7. მოწმე თ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ივნისს სკოლის მასწავლებლებმა მისი ძმისშვილები - ა., ვ. და მ. ბ-ები მიუყვანეს სახლში,….. რაიონში. მის კითხვაზე მ-მ არ უპასუხა. როდესაც ბავშვები, დედამისი და მ. ტ-ე ….. გამოუშვა, შემდეგ გაიგო, რომ პ. ფ-მ მ. ბ-ე სახლიდან წაიყვანა 31 მაისს. მ-ს წამალი მიაწოდა დასალევად, მ-მ არ დალია, ჩუმად გადმოაგდო. შემდეგ ვენახებში, მუხასთან, მ. ბ-თან სქესობრივი კავშირი დაამყარა წინა მხრიდან. პ. ფ-ე მოკვლით ემუქრებოდა მ. ბ-ს, რომ არ ეთქვა მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, როდესაც მ. ბ-ე აბაზანაში შევიდა, უთხრა, რომ მარტო იბანავებდა და შეყოლა არ უნდოდა. სახლში ნახა საცვალი, რომელიც იყო თეთრი და ქვედა მხარეს ვარდისფერი იყო მთლიანად. აღნიშნული საცვალი გამომძიებლმა ამოიღო,ხოლო მან შესაბამის დოკუმენტზე ხელი მოაწერა.
8. მოწმე გ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ….. სკოლაში პედაგოგად. 2015 წლის 1 ივნისს სკოლაში ა. ბ-ე ტიროდა. მიუხედავად მისი კითხვისა, პასუხს არ სცემდა. შემდეგ მასთან მივიდა მოსწავლე მ. გ-ე და უთხრა, რომ მ. ბ-ე ღამე, გვიან მეზობლის კაცმა წაიყვანა და მასზე იძალადა. აღნიშნული გადაამოწმა ა-თან, რაც ა-მ დაუდასტურა. მოგვიანებით დირექტორისგან გაიგო (რომელიც ესაუბრა თ. ბ-ს), რომ მ. ბ-ე გააუპატიურა მეზობელმა პ. ფ-მ. ტანსაცმელი გახადა მ-ს და ძალა იხმარა. მ-ზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა.
9. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - ….. რაიონის სოფელ ….. სკოლის დირექტორმა ე. ე-მ და ამავე სკოლის პედაგოგმა ნ. მ-მ.
10. მოწმე დ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის მ. ბ-ს მამა. 2015 წლის 1 ივნისს, ორშაბათს, საღამოს, დაურეკა ძმისშვილმა და უთხრა, ჩასულიყო უბანში და გაერკვია, რა ხდებოდა ბავშვებთან დაკავშირებით. როდესაც მივიდა სახლში, მ. ბ-სა და შ-გან შეიტყო, რომ პ. ფ-მ მ. ბ-ე გააუპატიურა. ამბის გასარკვევად დაურეკა პ-ს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით თავად პ. დაუკავშირდა და უთხრა, რომ ნახვა უნდოდა. შემდეგ პირადად მ-მ დეტალურად უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ. მოწმის განმარტებით, იგი შეხვდა პ. ფ-ს, თუმცა მან ყველაფერი უარყო.
11. მოწმე მ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ….., ….. ქუჩაზე მდებარე „…..“ აფთიაქში. 2015 წლის 31 მაისს იგი მორიგე იყო, ამ დროს აფთიაქში მივიდა მამაკაცი, რომელმაც იკითხა წამალი - „…..“ და რა დოზები ჰქონდათ, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდათ - 50 და 100 - მილიგრამიანი აბები. მომხმარებელმა მოითხოვა - 50 - მილიგრამიანი ორი აბი. მ. მ-მ გამოუწერა და გადასცა. დაახლოებით 15 წუთში ისევ მივიდა აღნიშნული პირი და იყიდა წყალი. იგი იყო 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, საშუალო აღნაგობის, შავი ზედა ეცვა. გამომძიებელმა აფთიაქის ვიდეოკამერები რამდენიმე დღის შემდეგ დაათვალიერა, რომელშიც მონაწილეობდნენ - აფთიაქის მენეჯერი, ლ. პ-ი და თავად იგი. შედგა დოკუმენტი, რომელსაც მან მოაწერა ხელი. გამომძიებელს გადასცეს 31 მაისს გამოწერილი ფაქტურა და ჩეკი.
12. მოწმე თ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ….. ქუჩაზე მდებარე „…..“ აფთიაქში. 2015 წლის ივნისში გამომძიებელმა დაათვალიერა და ამოიღო მითითებული აფთიაქის გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამომძიებლმა შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
13. მოწმეების: ლ. პ-ს, ა. ვ-ს, პ. ლ-ს, ა. ა-ს, ზ. გ-სა და თ. შ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ ….. შს რაიონულ სამმართველოში და პ. ფ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.
14. პ. ფ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ტელეფონი, სიგარეტის ვერცხლისფერ ქაღალდში მოთავსებული ფხვნილისებრი მასა, ტყავის შავი საფულე და მომწვანო ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
15. 2015 წლის 4 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ღამით, ხელოვნური განათების პირობებში დათვალიერდა თ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი, მ. ბ-ს კუთვნილი ქვედა საცვალი, რომელიც არის მოვარდისფრო, ღია მწვანე სარტყელებით, გამჭვირვალე და წითელი თვლების ორნამენტით. ქვედა საცვალზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. დათვალიერების შემდეგ გამომძიებელმა მ. ბ-ს ქვედა საცვალი ამოიღო და დალუქა პოლიეთილენის პარკში - N ….. ლუქის ბეჭდით - „1“ ფუთად.
16. ქიმიური ექსპერტიზის 2015 წლის 5 ივნისის N….. დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, პ. ფ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, საერთო წონით - 1.021 გრამი, შეიცავს - 0. 251027 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
17. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 5 ივნისის N….. დასკვნით დადგენილია, რომ 04.06.15 წ. 17:20 საათზე ჩატარებული მ. ბ-ს პირადი გასინჯვით, მისი საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის - მთელია. საქალწულე აპკის მიმდებარედ, ლორწოვანზე აღინიშნებოდა დაზიანებები მუქი მოწითალო სისხლჩაქცევების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით (შესაძლებელია, ერეგირებული სასქესო ასოთი) და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე პირადი გასინჯვით უკანა ტანის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები ნასკდომების სახით, მიმდებარედ - მუქი მოწითალო სისხლჩაქცევებით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით (შესაძლებელია, ერეგირებული სასქესო ასოთი) და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
18. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ნ-მ.
19. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2015 წლის 24 აგვისტოს N….. დასკვნით დადგენილია შემდეგი: პაკეტში წარწერით - „...მ. ბ-ს ქვედა საცვალი“ მოთავსებულ საცვალზე არსებული, ბიოლოგიური სითხეებისათვის დამახასიათებელი ნათების მქონე ლაქებში (ობ. N3) სპერმა არ აღმოჩნდა. ობ. N3-ში არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და მ. ბ-ს (ობ. N25) მეორე წილი და პ. ფ-ს (ობ. N26) გენეტიკური პროფილი იდენტურია. საცვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და მ. ბ-ს (ობ. N25) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით - „... მ. ბ-ს მაისური“ მოთავსებულ მაისურზე არსებულ მოთეთრო ლაქებში (ობ. N5,7) სპერმა არ აღმოჩნდა. ამავე მაისურზე არსებული მოწითალო ელფერის ლაქა (ობ. N6) სისხლს არ შეიცავს. ობ. N5,6,7-ში არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების ერთი წილი და მ. ბ-ს (ობ. N25) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N5,6,7-ის პროფილებში პ. ფ-ს (ობ. N26) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის.
20. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ი. მ-მ და თ. გ-მ.
21. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - თ. გ-ს განმარტებით, მ.ბ-ს საცვლის შიდა ნაწილზე აღმოჩენილი ბიომასალა, რომელიც ეკუთვნის პ. ფ-ს, სავარაუდოდ, შეიძლება დარჩენილიყო ბიომასალის უშუალო შეხებით და შესაძლებელია, ის წარმოადგენდეს ნერწყვს ან გამონადენს.
22. შპს „…..“ ფარმაცევტ მ. მ-ს მიერ წარდგენილი ფაქტურის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ პ. ფ-მ აღნიშნულ აფთიაქში 2015 წლის 31 მაისს შეიძინა მედიკამენტ „…..“ ორი აბი.
23. პრეპარატ „…..“ გამოყენების ინსტრუქციით დადგენილია, რომ მისი ჩვენება არის სხვადასხვა ეტიოლოგიის ერექციული დისფუნქცია, ხოლო მიღების წესსა და დოზირებაში მითითებულია, რომ სილდენაფილის ეფექტურობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სექსუალური სტიმულაცია.
24. 2015 წლის 31 მაისს შედგენილი, აფთიაქ „…..“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 31 მაისს, ღამის საათებში, პ. ფ-ე მიდის „…..“ აფთიაქის სარკმელთან. ლოდინის შემდეგ სარკმლიდან მას აწვდიან პაკეტს. ამ დროს მ. ბ-ე იმყოფება სადარბაზოს შესასვლელთან. ვიდეომასალაზე ასევე აღბეჭდილია მ. ბ-სა და პ. ფ-ს მოძრაობა მაღაზიიდან აფთიაქის მიმართულებით, რა დროსაც პ. ფ-ე „ხელის მოძრაობას ახორციელებს მ. ბ-ს მიმართულებით“.
25. 2015 წლის 31 მაისს შედგენილი, „…..“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 31 მაისს პ. ფ-ე მოძრაობს მ. ბ-თან ერთად. გარკვეული პერიოდის შემდეგ კადრში ჩნდება მ. ბ-ე, რომელიც არის მარტო და ელოდება პ. ფ-ს. მისი გამოჩენისთანავე, მ. ბ-ე მასთან ერთად აგრძელებს მოძრაობას.
26. 2015 წლის 5 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა დაათვალიერა და შემდეგ ამოიღო მ. ბ-ს კუთვნილი მაისური, რომელიც მას ეცვა 2015 წლის 31 მაისს.
27. 2015 წლის 4 ივნისს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე მ. ბ-ე ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გამოძიებას თანმიმდევრობით უჩვენა ის ადგილები, სადაც პ. ფ-თან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის - ის ადგილიც, სადაც პ. ფ-მ მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.
28. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს შემდეგს:
- ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ამბულატორიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მ. ბ-ს, მცირეწლოვანი ასაკისა და ასაკობრივი ინფანტილიზმის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს მოვლენები, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში და მისცეს ჩვენება. მოცემული ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, მ. ბ-ე წარმოადგენს ბრალდების მხარის ერთადერთ პირდაპირ მოწმეს და მტკიცებულებას, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 75-ე მხულის საფუძველზე მოწმის ჩვენება მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია - სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
- გარდა ამისა, არასრულწლოვანი დაზარალებულის - მ. ბ-ს ჩვენება არის არადამაჯერებელი და ფორმალური ხასიათის, რაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ფსიქოლოგმა; დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ვერ გაიხსენა, თუ რა ნივთები დარჩა მამიდასთან და რა ნივთები შეიძინა მაღაზიაში პ. ფ-თან ერთად, ერთმანეთისაგან ვერ განასხვავა მარჯვენა და მარცხენა ხელი, ვერ განსაზღვრა, რა მანძილი იქნებოდა მისი სახლიდან სასამართლომდე; მ. ბ-მ სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ მან მომხდარი ფაქტის შესახებ უამბო მამიდას - თ. ბ-ს, რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა აღნიშნული; არადამაჯერებელია მ. ბ-ს ჩვენება იმ ნაწილშიც, რომ მან შარვალი, რომელიც მომხდარი შემთხვევის დღეს ეცვა, დაწვა, ვინაიდან მითითებულ ნამწვზე არ არის ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა.
- მოწმეების - მ. ტ-ს, რ. ჩ-სა და დ. ბ-ს ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ხოლო პედაგოგების ჩვენებები კი არის ირიბი მტკიცებულებები.
29. კასატორების აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მითითებული კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენება საკასაციო პალატას მიაჩნია სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად, შემდეგ გარემოებათა გამო:
- საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და მიუთითებს, შემდეგს: ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ. ბ-ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. იგი არის სრულიად ჯანმრთელი. დასკვნის სისწორე დაადასტურეს მისმა გამცემმა ექსპერტებმა - თ. ჭ-მ და ე. ა-მ. საქმის სასამართლოში განხილვის დროს თ. ჭ-მ განმარტა, რომ დაზარალებულ მ. ბ-ს თავისი ასაკის შესაბამისად შეუძლია მომხდარი ფაქტების გადმოცემა. მას არ შეუძლია პოლემიკა გამართოს სხვებთან სადავო საკითხების გადასაწყვეტად და გარკვეულ საკითხებზე იმსჯელოს როგორც ზრდასრულმა პირმა, არა ფსიქიკური ნაკლის გამო, არამედ მისი ასაკიდან გამომდინარე. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე. ა-მ, რომელმაც ცალსახად მიუთითა, რომ მ. ბ-ე არის ასაკის შესაბამისად განვითარებული. მას შეუძლია მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების გადმოცემა და აღწერა.
- რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემის დროს ვერ გაიხსენა ზემომითითებული დეტალები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დაზარალებულის ასაკზე. იგი არის მცირეწლოვანი - 20.. წელს დაბადებული. მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება საეჭვო და არადამაჯერებელი სწორედ მაშინ იქნებოდა, თუ მცირეწლოვანი დაზარალებული ყველა დეტალს ამომწურავად და ზედმიწვენით სწორად გაიხსენებდა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები უკავშირდება მხოლოდ ისეთ დეტალებს, რომლებსაც არა აქვთ არსებითი მნიშვნელობა და გავლენას ვერ მოახდენს პ. ფ-ს დამნაშავეობა /უდანაშაულობაზე. გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც, თუნდაც ვარაუდის დონეზე, მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებული მ. ბ-ე არის დაინტერესებული პირი, რომ მას გააჩნდა რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცა ცრუ ჩვენება პ. ფ-ს წინააღმდეგ და მისთვის დაებრალებინა აღნიშნული ქმედების ჩადენა.
- საქმეზე „SN შვედეთის წინააღმდეგ“[1] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სქესობრივ დანაშაულთა საქმეების განხილვის თავისებურებებზე და აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებზე, როგორც წესი, საქმის სასამართლოში განხილვას დაზარალებული აღიქვამს როგორც უმძიმეს გამოცდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას უწევს ბრალდებულთან დაპირისპირება, რაც უფრო მძაფრად იჩენს თავს მაშინ, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან დაზარალებულს. მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის სასამართლო განხილვისას მცირეწლოვანი დაზარალებული არ დაკითხულა. პ. ფ-ს მსჯავრდების საქმეში არასრულწლოვანი დაზარალებული მ. ბ-ე სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის დაესვა კითხვები და შეემოწმებინა მისი ჩვენების სანდოობა. მ. ბ-მ თანმიმდევრობით და სრულყოფილად აღწერა პ. ფ-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და მხოლოდ ის ფაქტი, რომ მან ვერ გაიხსენა უმნიშვნელო დეტალები, არ შეიძლება გახდეს მისი ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
30. ამდენად, გარდა იმისა, რომ დაზარალებულის ჩვენება არის თანმიმდევრული, სარწმუნო და დამაჯერებელი, იგი სრულად თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:
- სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №….. დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მ. ბ-ს საქალწულე აპკის მიმდებარედ აღენიშნებოდა მოწითალო სისხლჩაქცევები, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით (შესაძლებელია, ერეგირებული სასქესო ასოთი), ხოლო უკანა ტანის არეში - დაზიანებები ნასკდომის სახით, რომლებიც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით (შესაძლებელია, ერეგირებული სასქესო ასოთი); აგრეთვე ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №…..დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მ. ბ-ს ქვედა საცვალზე აღმოჩენილი ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი ნაწილი (ობ. N5) - მ. ბ-ს, მეორე ნაწილი კი პ. ფ-ს (ობ.№26) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო საცვალზე აღმოჩენილი სისხლი მ. ბ-ს (ობ. №25) გენეტიკური პროფილის იდენტურია; მ. ბ-ს მაისურზე ერთი ნაწილი მისი გენეტიკური პროფილის იდენტურია (ობ. №35), (ობ. №6.7)-ის პროფილებში კი პ. ფ-ს (ობ. №26) თანამონაწილეობა არ გამოირიცხება;
- „…..“ აფთიაქიდან და „…..“ ამოღებულ ვიდეო ჩანაწერთან, რომლითაც დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს პ. ფ-ე მ. ბ-თან ერთად გადაადგილდებოდა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, რომელშიც მ. ბ-მ თანმიმდევრობით უჩვენა ყველა ის ადგილი, სადაც პ. ფ-თან ერთად იმყოფებოდა და სადაც ამ უკანასკნელმა ჩაიდინა დანაშაული.
- მოწმეების: ა. ბ-ს, რ. ჩ-ს, მ. ტ-ს, თ. ბ-ს, გ. გ-ს, ე. ე-ს, ნ. მ-ს, თ. ბ-ს, დ. ბ-ს, თ. კ-ს, მ. მ-ს, ლ. პ-ს, ა. ვ-ს, პ. ლ-ს, ა. ა-ს, ზ. გ-ს, ექსპერტების - მ. ნ-ს, თ.გ-ს, ი. მ-ს, თ. ჭ-სა და ე. ა-ს ჩვენებებთან.
31. გარდა ამისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ სხვა მოტივებსაც, კერძოდ: კასატორები უთითებენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა ვერ უპასუხა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებულ დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს, რაც უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ. ნ-მ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ამასთანავე - ამომწურავად განმარტა ჩატარებული ექსპერტიზის დეტალები და შედეგები; კასატორებს ასევე აეჭვებთ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის კანონიერების საკითხი, თუმცა საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე სახის საპროცესო დარღვევა მათი მოპოვებისა და გამოკვლევისას არ გამოვლენილა; ისინი ასევე უთითებენ, რომ მოწმეების - მ. ტ-ს, რ. ჩ-სა და დ. ბ-ს ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მათ ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ არის.
32. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში პ. ფ-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც მთლიანად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების არგუმენტებს მსჯავრდებულ პ. ფ-ს მოცემულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიუთითებს: პ. ფ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მისგან ამოღებული ნივთები: ტელეფონი, სიგარეტის ვერცხლისფერ ქაღალდში მოთავსებული ფხვნილისებრი მასა, ტყავის შავი საფულე მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, რომელიც დაილუქა №….. ლუქით და, შესაბამისად, გაკეთდა სათანადო ხელმოწერა. პ. ფ-ს თან ჰქონდა ასევე მომწვანო ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ასევე დაილუქა №….. ლუქით. აღნიშნულით ცალსახად დგინდება, რომ გამოყენებული იყო მხოლოდ ორი ლუქი. სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცებათა დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ნივთები (მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე და ფხვნილისებრი მასა) დალუქული იყო ცალ - ცალკე პაკეტებად, რითაც დგინდება, რომ პირადი ჩხრეკის დროს გამოყენებული იყო № ….. - 4 (ოთხი) ლუქი, საქმეში კი არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებათა განლუქვისა და მათი ცალ - ცალკე დალუქვის ფაქტს. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულება „დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“. შესაბამისად, ვინაიდან არ არის უარყოფილი გონივრული ეჭვი ნივთმტკიცებათა შესაძლო გამოცვლისა და მისი ნიშან-თვისებების აშკარა შეცვლის თაობაზე, ხსენებული ჩხრეკის ოქმი საფუძვლად ვერ დაედება პ. ფ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
33. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
34. საქმეში “ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ”[2] ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გარემოებების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება მხოლოდ შეთანხმებული, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმფციით.
35. რაც შეეხება პ. ფ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მითითებული კვალიფიკაციის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია კანონიერად, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ, შესაბამისად, საკასაციო პალატა დამატებით აღარ მსჯელობს მოცემულ საკითხზე.
36. საკასაციო პალატამ ასევე იმსჯელა მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელთან დაკავშირებით (გარდა ძირითადი მოთხოვნებისა, ბრალდების მხარემ ასევე ითხოვა სასჯელის განსაზღვრა სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპით, ხოლო დაცვის მხარემ - საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა) და მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სავსებით შეესაბამება როგორც ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ასევე მისი ჩამდენის პიროვნებას: პ. ფ-მ ჩაიდინა - 3 სხვადასხვა დანაშაული, რომელთაგან ორი მიმართულია მცირეწლოვანი დაზარალებულის წინააღმდეგ, ამასთან, იგი წარსულში ნასამართლევია. პ. ფ-ს პიროვნებიდან და დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის როგორც გამკაცრება, ისე შემსუბუქება ვერ იქნება მიჩნეული აუცილებელ და საჭირო ზომად მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ პ. ფ-თვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - 23 წლით თავისუფლების აღკვეთა - არის სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
37. ამასთან, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულის - მ. ბ-სა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის განმარტებული არ არის საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, საკასაციო პალატა მითითებული ნორმის საფუძველზე არასრულწლოვან დაზარალებულ მ. ბ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ს-ს, თ. ნ-სა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენი პ. ფ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. დაზარალებულ მ. ბ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] S.N. v. Sweden (no. 34209/96, )
[2] Feodorov v. The Republic of Moldova (no. 42434/ 06, 29.01.2014).