სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლი · სსსკ 77
თავი X — მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
1. შედარებითი კვლევის ნიმუში შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა.
2. ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
3. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით დათვალიერება დასაშვებია.
4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. დასაშვები მტკიცებულებაა აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. ნივთიერი მტკიცებულება 1. შედარებითი კვლევის ნიმუში შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა. 2. ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. 3. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით დათვალიერება დასაშვებია. 4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. დასაშვები მტკიცებულებაა აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
საქმე №2კ-130აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
აღნიშნულისა და საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 72-ე…
საქმე №2კ-1128აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2022
2020 წლის 15 ივლისით დათარიღებული განცხადების ქსეროასლი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან არ დასტურდება მისი ავთენტიკურობა;
საქმე №2კ-376აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2017
არ ჩატარდა ამოღებული ნივთმტკიცების – სათვალის დათვალიერება კანონით დადგენილი წესის დაცვით, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მოთხოვნა, ამიტომ კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი;
საქმე №2კ-141აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2017
აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
საქმე №67აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2015
ხ-ა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებით არგუმენტად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დღეისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 77, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-77/