1. ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. ძვირფასი ლითონები, ქვები (თვლები), ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, თუ მათ ინდივიდუალურ ნიშნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში.
4. ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს ასევე სხვა ადგილა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №2კ-13აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2026
სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ აკონკრეტებს პირი ნასამართლობის არ მქონედ ითვლება სასჯელისგან სრულად თუ მისი ნაწილის მოხდის შემდეგ სრულად გათავისუფლების…
- საქმე №2კ-694აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
…მიაჩნია, რომ ლ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯარიმა – 3000 ლარი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 2000 ლარი. 23. საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…ორგანოს არა მხოლოდ მისცეს წინადადება, არამედ საჭიროების შემთხვევაში დაავალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა (შდრ. სუსგ 18.10.2022წ. Nბს-376(კ-22)). ამჟამად მოქმედი 09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მისი თვისებების შეცვლას, ანალოგიურ დებულებას შეიცავდა ამოღების დროს მოქმედი 20.02.1998წ.
- საქმე №ბს-436-433(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2017
…დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.
- საქმე №2კ-141აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2017
…პალატა სრულად დაეთანხმა და მიუთითა, რომ საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.
- საქმე №2კ-114აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2017
- საქმე №2კ-418აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2016
- საქმე №57აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2015
- საქმე №060100117002223110 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330100118002643761 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №080100119003130833 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №080100119003138828 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №020100119003009665 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №020100118002733445 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №020100117001840630 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №020100118002450168 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №020100118002713311 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.11.2018
- საქმე №020100118002495332 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 19.09.2018
- საქმე №190100118002576647 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №020100118002569245 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 21.08.2018
- საქმე №020100116001508423 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 21.08.2018
- საქმე №020100118002307365 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.08.2018
- საქმე №190100118002360926 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 13.06.2018
- საქმე №190100118002322416 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №020100117002042751 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება