საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.05.2017
საქმის ნომერი
2კ-56აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№56აპ-17 ქ. თბილისი

გ-ი ჯ., 56აპ-17 22 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – ჯ. გ-ს, ზ. გ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით ჯ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 8 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.

ზ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 50000 (ორმოცდაათი ათასი)ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2014 წლის 8 ოქტომბრიდან - 2015 წლის 2 ივლისამდე), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ზ. გ-ს განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ზ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2015 წლის 2 ივლისიდან.

გ. ნ-ი (ძებნილი), - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: მ. მ-ს, ჯ. ნ-ს, ა. კ-ს, რ. გ-სა და შ. ა-ს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ჯ. გ-ს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ზ. გ-ს – თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; გ. ნ-ს – თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

ჯ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, გ. ნ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1850 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ……, ….. ქუჩაზე. ჯ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, გ. ნ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2013 წლის 2 სექტემბერს გ. ნ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის – საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ……, არა ….. ქუჩაზე, არამედ – ….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2013 წლის 18 ოქტომბერს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 35671 ლარად ღირებულ 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N…...

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, რ. გ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ……, …..ქუჩაზე. ჯ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, რ. გ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 2 აპრილს რ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის – საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ……, არა …..ქუჩაზე, არამედ – ….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 8 აპრილს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 21 000 ლარად ღირებულ 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N….. 2014 წლის 16 ივნისს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი რ. გ-მ და ჯ. გ-მ გაასხვისეს ა. ი-ზე.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, ზ. გ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ….., ….. ქუჩაზე. ჯ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, მამამისთან – ზ. გ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 30 აპრილს ზ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის – საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი არა ქ. ….., ….. ქუჩაზე, არამედ – ….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 6 მაისს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 18 000 ლარად ღირებულ 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს ….. 2014 წლის 11 ივნისს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი ჯ. და ზ. გ-მ გაასხვისეს ა. ი-ზე.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, შ. ა-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ……, …..ქუჩაზე. ჯ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, შ. ა-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 2 ივნისს შ. ა-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის –საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ……, არა ….. ქუჩაზე, არამედ – ….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 6 ივნისს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 14400 ლარად ღირებულ 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N….. 2014 წლის 11 ივნისს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი ჯ. გ-მ და შ. ა-მ გაასხვისეს ა. ი-ე.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, შ. ა-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ……, ….. ქუჩაზე. ჯ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, შ. ა-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 28 მაისს შ. ა-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის –საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ. ….., არა ….. ქუჩაზე, არამედ – ….. რაიონში, სოფელ ….., რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 3 ივნისს მოტყუებით დაეუფლა ….. რაიონში, სოფელ ….. მდებარე, 3 000 ლარად ღირებულ 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N….. თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი ჯ. გ-მ და შ. ა-მ გაასხვისეს ა. მ-სა და რ. ა-ზე.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, მ. მ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. ….., ….. ქუჩაზე და 1200 კვ.მ - ….. ქუჩაზე. ჯ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, მ. მ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 9 იანვარს და 2014 წლის 25 თებერვალს მ. მ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის –საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ……, არა ….. და ….. ქუჩებზე, არამედ – ….. და ….. ქუჩებზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 15 იანვარს და 2014 წლის 11 მარტს, მოტყუებით დაეუფლა ქ. ….., ….. ქუჩაზე მდებარე, 1 783 ლარად ღირებულ 870 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N….. და ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 2000 ლარად ღირებულ 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N….. 2014 წლის 18 მარტს და 2014 წლის 19 ივნისს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი მ. მ-მ და ჯ. გ-მ გაასხვისეს ა. ი-სა და ს. მ-ზე.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, ა. კ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. ….., ….. ქუჩაზე. ჯ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, ა. კ-თან, ზ. გ-თან და ჯ. ნ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 15 ივლისს ა. კ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. ნ-თან, ჯ. გ-თან და ზ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის – საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ. ….., არა ….. ქუჩაზე, არამედ – ….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 21 ივლისს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 14 520 ლარად ღირებულ 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N…... 2014 წლის 24 ივლისს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი ა. კ-მ გაასხვისა ჯ. ნ-ზე. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 110 374 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, ზ. გ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. ….., ა. ა-ს ქუჩაზე. 2014 წლის 19 თებერვალს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მსჯავრდებულმა ზ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, შვილთან-ჯ. გ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 30 აპრილს ზ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის – საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ……, არა …..ქუჩაზე, არამედ –….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 6 მაისს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე 18000 ლარად ღირებულ 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N….. 2014 წლის 11 ივნისს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი ჯ. და ზ. გ-მ გაასხვისეს ა. ი-ზე.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, ა. კ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. ….., ….. ქუჩაზე. 2014 წლის 19 თებერვალს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მსჯავრდებულმა ზ. გ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან, ჯ. ნ-თან და ა. კ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2014 წლის 15 ივლისს ა. კ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. ნ-თან, ჯ. გ-თან და ზ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის – საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ. ….., არა ….. ქუჩაზე, არამედ – ….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 21 ივლისს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 14 520 ლარად ღირებულ 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს N….. 2014 წლის 24 ივლისს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი ა. კ-მ გაასხვისა ჯ. ნ-ზე. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 32 520 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

გ.ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N ….. საარქივო ცნობისა და თანდართული მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის თანახმად, გ. ნ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1850 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ……, …..ქუჩაზე. გ. ნ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, განიზრახა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. ამ მიზნით, 2013 წლის 2 სექტემბერს გ. ნ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯ. გ-თან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს….. სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის – საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ გ. ნ-ს საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი ქ……, არა ….. ქუჩაზე, არამედ –….. ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2013 წლის 18 ოქტომბერს მოტყუებით დაეუფლა ქ……, ….. ქუჩაზე მდებარე, 35 671 ლარად ღირებულ 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს …... აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 35 671 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, ასევე მსჯავრდებულების - ჯ. გ-სა და ზ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის შეფარდება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ნ-თვის მის მიერ….. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული - 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის ს/კ N ….. სახელმწიფოს სასრგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

მსჯავრდებულების - ჯ. გ-სა და ზ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ასევე მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულების - ჯ. გ-სა და ზ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისა და ასევე მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენი ჯ. გ-სა და ზ. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო გ. ნ-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:

გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა გ. ნ-ს (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებულ, ქ. ….., ….. ქუჩაზე მდებარე - 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე (ს/კ N …..) და მსჯავრდებულ გ. ნ-ს, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - ქ. ….., ..... ქუჩაზე მდებარე - 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N ….. - უნდა ჩამოერთვას უსასყიდლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მსჯავრდებულების - რ. გ-ს, შ. ა-სა და ა. კ-ს აღიარებითი ჩვენებებით, მსჯავრდებულ მ. მ-ს, დაზარალებულის წარმომადგენლის - გ. გ-ს, მოწმეების - ა. ი-ს, დ. ხ-ს, ა. მ-ს, ე. ი-ს, ზ. ხ-ს, ლ. მ-ს, ე. ა-ს, რ. ბ-ს, ზ. ტ-ს, დ. ჯ-ს, ნ. ი-ს, ნ. შ-სა და ზ. კ-ს ჩვენებებით, სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებით, დათვალიერების ოქმებით, საჯარო რეესტრის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ….. სარეგისტრაციო სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებებით, საქართველოს ეროვნული არქივის მიმართვებით, ქალაქ ….. 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ჯ. გ-სა და ზ. გ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

5. სააპელაციო პალატამ თავის დასკვნებს საფუძვლად დაუდო შემდეგი მოტივები:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ საეჭვო გახადა მათი ავთენტურობა. მითითებულ საკითხზე პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა, შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ არ წარადგინა და, შესაბამისად, არ დაკითხულა არც ერთი მოწმე, პალატამ ისინი ვერ შეაფასა როგორც მტკიცებულებები და ამდენად, მსჯავრდებულების ბრალდების უარსაყოფად განაჩენს ვერ დაუდო საფუძვლად.

პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების - ჯ. გ-სა და ზ. გ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

5. კასატორების მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ჯ. გ-მ, ზ. გ-მ და მათი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას შერაცხულ მსჯავრდებებში შემდეგი მოტივებით: საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტს; სასამართლომ თვითონ შექმნა „მტკიცებულებები“, გააყალბა მთავარი უფლებადამდგენი დოკუმენტების შინაარსი და ისე ასახა განაჩენში, ასევე განაჩენში დამახინჯებულად მიუთითა მოწმეთა ჩვენებები და შეგნებულად გვერდი აუარა მსჯავრდებულების გამამართლებელ ფაქტორებს; არ დადგენილა მიყენებული ზიანის ოდენობა და ვერც დადგინდებოდა, რადგან იგი არ არსებობს; სასამართლომ უკანონოდ არ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ, ვითომდა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო გაურკვეველი წარმომავლობის.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

9. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივრებში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

10. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

11. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (#16აპ-13, 332აპ-13, 101აპ-13).

12. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - ჯ. გ-ს, ზ. გ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი