1. ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. მსჯავრდებულს ეკისრება მის ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
3. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს საპროცესო ხარჯებს თითოეული მათგანი ბრალის ხარისხისა და დანიშნული სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით წილობრივად აანაზღაურებს.
4. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
5. საკუთარი საპროცესო ხარჯების შესახებ ცნობას გამოძიების სტადიაზე ადგენს პროკურორი და წარუდგენს საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. საქმის არსებითი განხილვისას საკუთარი საპროცესო ხარჯების შეცვლის შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები ასახოს ცნობაში და წარუდგინოს სასამართლოს.
6. პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვის ამ მიზეზით გადადების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება აღნიშნულ პირს.
7. სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება №1/20/1219,1236 – ვებგვერდი, 19.10.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 91. საპროცესო ხარჯების გადახდევინება 1. ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი. 2. მსჯავრდებულს ეკისრება მის ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისაგან. 3. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს საპროცესო ხარჯებს თითოეული მათგანი ბრალის ხარისხისა და დანიშნული სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით წილობრივად აანაზღაურებს. 4. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან. 5. საკუთარი საპროცესო ხარჯების შესახებ ცნობას გამოძიების სტადიაზე ადგენს პროკურორი და წარუდგენს საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. საქმის არსებითი განხილვისას საკუთარი საპროცესო ხარჯების შეცვლის შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები ასახოს ცნობაში და წარუდგინოს სასამართლოს. 6. პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვის ამ მიზეზით გადადების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება აღნიშნულ პირს. 7. სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 5000500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება №1/20/1219,1236 – ვებგვერდი, 19.10.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №2კ-401აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2020
ხ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
- საქმე №ბს-432-429(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
…შემთხვევაში მის მიერ გაწეული ხარჯის ბრალდების მხარისათვის დაკისრების შესაძებლობას, არ არის განსაზღვრული ამ ხარჯის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის წარდგენის, შუამდგომლობის დაყენების, ხარჯის ოდენობის დაანგარიშების წესი. კოდექსის 91-ე მუხლი ახდენს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ გაწეული ხარჯის მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურების წესს, კონკრეტულად უთითებს ხარჯის ოდენობის განმსაზღვრელ…
- საქმე №820310015001144889 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 07.02.2019
…შემთხვევაში მის მიერ გაწეული ხარჯის ბრალდების მხარისათვის დაკისრების შესაძებლობას, არ არის განსაზღვრული ამ ხარჯის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის წარდგენის, შუამდგომლობის დაყენების, ხარჯის ოდენობის დაანგარიშების წესი. კოდექსის 91-ე მუხლი ახდენს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ გაწეული ხარჯის მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურების წესს, კონკრეტულად უთითებს ხარჯის ოდენობის განმსაზღვრელ…
- საქმე №140100117002989386 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2020
ნ------ ხ----–-–---–ს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად აქვს მიყენებული ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის უფლება;
- საქმე №020310018002617116 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.09.2019
…მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ბრალდების მხარისათვის დაკისრების შესაძებლობას, არ არის განსაზღვრული ამ ხარჯის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის წარდგენის, შუამდგომლობის დაყენების, ხარჯის ოდენობის დაანგარიშების წესი. კოდექსის 91-ე მუხლი ახდენს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ გაწეული ხარჯის მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურების წესს, კონკრეტულად უთითებს ხარჯის ოდენობის განმსაზღვრელ…
- საქმე №190310016001518365 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება