1. სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას.
2. გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში. სასამართლო ამ საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 დღეში.
3. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.
4. სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-363აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.08.2025
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 87-ე, 89-ე მუხლებით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №19აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2023
ლ–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განჩინებაში მიღებული გადაწყვეტილების მოტივად მიეთითა - საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის დაუცველობა (გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში).
- საქმე №2კ-855აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2023
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ ასევე/ დამატებით წარმოედგინა საკასაციო საჩივარი და საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის დანაწესის (რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას) თანახმად, მოეთხოვა საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადის აღდგენა.
- საქმე №50აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2021
რომელიც შეეხებოდა გაცდენილი ვადის აღდგენას) არ დაკმაყოფილდა და განჩინებაში მიღებული გადაწყვეტილების მოტივად მიეთითა - საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის დაუცველობა (გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში).
- საქმე №2კ-93აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2019
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ საბოლოოა და არ საჩივრდება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია.
- საქმე №2კ-123-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2013
- საქმე №010140019003185472 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება