საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
2კ-93აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002375061

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№93აპ-19 ქ. თბილისი

ჰ. ხ-ი, 93აპ-19 25 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ჰ. ხ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ჰ. ხ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ჰ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 6 მარტიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ირაკლი დონდოლაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ჰ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

ჰ. ხ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ჰ. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 6 მარტიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ. ხ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ჰ. ხ-მა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 52, 8896 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რაც 2018 წლის 6 მარტს, ქ. ბ-ში, შპს ,,ბ-ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში” მისი სხეულის დათვალიერების შედეგად ამოიღეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-ემ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენში - სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მისი შემსუბუქების კუთხით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. ადვოკატის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენით ჰ. ხ-სთვის შეფარდებული სასჯელი უკანონოა, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა პროკურორ ირაკლი დონდოლაძის შუამდგომლობა და ბრალდების მხარეს აღუდგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა, რის საფუძველზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს გაუმკაცრა განსაზღვრული სასჯელი.

8. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ საბოლოოა და არ საჩივრდება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობა, რის საფუძველზეც მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჰ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე