1. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.
2. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.
3. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 215. მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა 1. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე. 2. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. 3. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1696)
- საქმე №ას-386-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მხარის ერთი წარმომადგენელი სხვა სხდომაზე მონაწილეობის გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რწმუნებულებაში მითითებულ სხვა ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, შესაბამისად, პალატის აზრით, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის.
- საქმე №ას-772-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2026
…ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ.: სუსგ №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.; №ას-455-2024, 14.06.2024წ.). 17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
- საქმე №ას-751-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2026
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, დაასკვნა, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდებოდა.
- საქმე №ას-340-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2026
აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოში არ წარუდგენია შუამდგომლობა, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული. 11.
- საქმე №ას-1440-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
…მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია…
- საქმე №ას-673-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2026
- საქმე №ას-241-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
- საქმე №ას-412-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2026
- საქმე №ას-50-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ას-57-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-253-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2026
- საქმე №ას-559-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2026
- საქმე №ას-355-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ბს-1373(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ას-1467-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2026
- საქმე №ას-11-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ას-1445-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
- საქმე №ას-1372-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2026
- საქმე №ას-1461-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ას-1513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1080-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ას-74-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ას-1572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
- საქმე №ას-1418-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2026
- საქმე №ას-1046-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1034-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1081-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1593-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1419-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-1376-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-820-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ბს-1181(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-457-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-836-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ას-1229-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-1091-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1696-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება