1. საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას პირველად სასამართლო ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც მოსამართლე მოახსენებს სასამართლოს საქმის შესახებ, მოკლედ გადმოსცემს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს. მოსამართლემ უნდა ჩამოაყალიბოს ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნას, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოპასუხის შესაგებელს, ფაქტები, რომლებზედაც მხარეები არ დავობენ, და ის ფაქტებიც, რომლებიც სადავოა, აგრეთვე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაერთვის საქმეს. მოსამართლე საქმის მოხსენების შემდეგ ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და დაზუსტება.
2. მოსამართლის მოხსენების შემდეგ პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, ხოლო შემდეგ – მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს.
3. მოსამართლე მხარეს სიტყვისათვის ან/და საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის განუსაზღვრავს დროს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს დამატებითი დრო, რომელიც არ გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება 1. საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას პირველად სასამართლო ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც მოსამართლე მოახსენებს სასამართლოს საქმის შესახებ, მოკლედ გადმოსცემს სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს. მოსამართლემ უნდა ჩამოაყალიბოს ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნას, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოპასუხის შესაგებელს, ფაქტები, რომლებზედაც მხარეები არ დავობენ, და ის ფაქტებიც, რომლებიც სადავოა, აგრეთვე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაერთვის საქმეს. მოსამართლე საქმის მოხსენების შემდეგ ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ რაიმეს დამატება ან/და დაზუსტება. 2. მოსამართლის მოხსენების შემდეგ პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, ხოლო შემდეგ – მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს. 3. მოსამართლე მხარეს სიტყვისათვის ან/და საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის განუსაზღვრავს დროს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს დამატებითი დრო, რომელიც არ გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ას-299-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
სააპელაციო პალატამ იმსჯელა ასევე სააპელაციო პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, სასამართლო ისე გადავიდა მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპზე, რომ სსსკ-ის 217-ე მუხლის (საქმის განხილვის დაწყება) მოთხოვნათა საპირისპიროდ, მხარეებს არ მოახსენა საქმის არსი. სასამართლოს განმარტებით, მაშინაც კი, თუ ჩავთვლით, რომ…
- საქმე №ას-1143-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილი, 249-ე, 389-ე და 248-ე მუხლები. საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ მოახსენა სასამართლოს საქმის შესახებ.
- საქმე №ას-116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…თბილისი 2023 თ.ლილუაშვილი, გ.ლილუაშვილი, ვ.ხრუსტალი, ზ.ძლიერიშვილი) რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ამგვარი დაზუსტება შეგებებული სარჩელის ავტორმა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშეც მოითხოვა, სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის დაწყების მომენტს, ხოლო განხილვის დასრულების მომენტად, ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, მიჩნეულია პაექრობის დასრულება;
- საქმე №ას-33-33-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2019
სსსკ-ის 83-ე, 127-ე, 201-ე, 217-ე, 219-ე მუხლები), რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს მოპასუხის შედავების ფარგლებში ემსჯელა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობაზე.
- საქმე №ბს-980(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2019
აქედან გამომდინარე, საპროცესო კანონი ამ მნიშვნელოვანი საპროცესო ინსტიტუტის გამოყენების მიზნით არ ზღუდავს სასამართლოს აქტიურ როლს მხარეთა მორიგებაში და საქმის მორიგებით დამთავრების პოზიტიურ შედეგებში პროცესის მონაწილეების დარწმუნებაში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე და 218-ე მუხლები). მოცემული დავის ფარგლებში ლ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა ა. ს-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების, კერძოდ, ა.
- საქმე №ას-844-794-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2015
- საქმე №ას-1184-1113-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2012
- საქმე №ას-903-943-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2011
- საქმე №ას-155-149-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2011
- საქმე №ას-1380-1216-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-63-62(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2006
- საქმე №3გ/ად-202-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2001
- საქმე №330210014536281 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330210018002415489 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2019
- საქმე №421210019003061990 · ყვარელის მაგისტრატი სასამართლო · 26.09.2019
- საქმე №330210118002599301 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება