თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, და არა ის, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნადმდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება სასამართლოსსაპატიო მიერ საპატიოდ ცნობილი მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, ვიდრედა ესარა იყოის, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-468-856-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2007
აღნიშნული ნორმის თანახმად ფულადი მოთხოვნების საკითხებზე შრომის დავის განხილვისას, გარდა მოთხოვნისა იმის შესახებ, რომ გადაუხდიან მუშაკს საშუალო ხელფასის იძულებით მოცდენილი პერიოდისთვის ან ხელფასის სხვაობა დაბალ ხელფასიანი საუშაოს შესრულების დროისათვის (ამ კოდექსის 207-ე და 214-ე მუხლებით) ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გადაუხადოს მუშაკს თანხა, რომელიც მას ერგება, მხოლოდ არა უმეტეს ერთი წლისათვის, ხოლო დათხოვნისას გამოყენებული შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხებზე - არა უმეტეს ორი სამუშაო წლისათვის.
- საქმე №3გ/ად-109-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2001
…გადაწყვეტილება. სხდომის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე რ.ს.-ე აცნობდა მხარეებს სასამართლო შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შესახებ და სასამართლო შემადგენლობის აცილების უფლებასაც განუმარტავდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლისა, მაგრამ საქმის განხილვა სასამართლოს შეცვლილი შემადგენლობის მიერ თავიდან არ იწყებოდა და პროცესი გრძელდებოდა.
- საქმე №3გ/ად-51-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2001
სხდომის ოქმების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარემ აცნობა მხარეებს სასამართლო შემადგენლობაში ცვლილების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად განუმარტა მათ სასამართლო შემადგენლობის აცილების უფლება, რის შემდეგაც 2000წ.
- საქმე №3კ/292-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2001
2001 წლის 16 იანვარს შპს “ი-ს” დირექტორმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს შეიცვალა სასამართლოს სხდომის მდივანი, მაგრამ ამან ასახვა არ ჰპოვა სხდომის ოქმში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, 2000 წლის 21 ნოემბრის სხდომა დამთავრდა 17 საათსა და 45 წუთზე, ოქმში კი სხდომის დამთავრების დროდ აღირიცხა 19 საათი და 20 წუთი;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება