1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო იმავე განჩინებით დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, აგრეთვე სასამართლო მედიაციის შემთხვევაზე.
2. საქმის წარმოების შეწყვეტა აღნიშნული საფუძვლებით იწვევს შედეგებს, რაც გათვალისწინებულია 273-ე მუხლით.
3. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
4. სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5159
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1159
- 03.06.2016 კანონი №5159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 208. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მხარეთა მორიგების შემთხვევაში ამავესასამართლო იმავე განჩინებით სასამართლო დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.სტადიაზე, აგრეთვე სასამართლო მედიაციის შემთხვევაზე. 2. საქმის წარმოების შეწყვეტა აღნიშნული საფუძვლებით იწვევს შედეგებს, რაც გათვალისწინებულია 273-ე მუხლით. 3. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 4. სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1391)
- საქმე №ას-320-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
…(უფლებრივად დატვირთვის) უფლება (გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რათა არ დაზიანდეს სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორების ინტერესები, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ან კერძო პირი; 21.4. სსსკ-ის 208.4 მუხლის თანახმად, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე…
- საქმე №ას-1125-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
რაც შეეხება სარჩელის ნაწილობრივ ცნობასთან (სესხის ძირი თანხის ნაწილში) სარგებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტის დაკავშირებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დისპოზიციურობის ფუძემდებლური პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას და სსსკ-ის მე-3 მუხლის და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის ნაწილობრივ (რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი) დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველია (მსგავს საკითხზე იხ.
- საქმე №ას-564-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…შესამოწმებლად. 7. კასატორის, ხ.ხ–ვას წარმომადგენელმა, რ.რ–მა, 2025 წლის 30 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ, 208-ე მუხლის თანახმად), რადგან მხარეთა შორის, სასამართლოსგან დამოუკიდებლად, შედგა მორიგება. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და…
- საქმე №ას-688-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…დასაშვებობის შესამოწმებლად. 6. კასატორმა თ.დ–იამ, 2025 წლის 1 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 208-ე მუხლის თანახმად), რადგან შპს "ს.ფ–ასთან" შეთანხმებას მიაღწია. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თ.დ–იას განცხადების…
- საქმე №ას-623-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
…31.2-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, 1237-ე, ასევე, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობა.
- საქმე №ას-1580-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №ას-1277-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
- საქმე №ას-1117-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-622-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ას-371-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ას-1106-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ას-1003-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
- საქმე №ას-1238-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2023
- საქმე №ას-541-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
- საქმე №ას-424-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
- საქმე №ას-542-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2023
- საქმე №ას-1291-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-1507-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №ას-157-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ას-41-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ას-1382-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-1338-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2023
- საქმე №ას-1293-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
- საქმე №ას-1309-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ას-1267-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ას-176-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-847-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-1176-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ას-205-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
- საქმე №ას-385-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2021
- საქმე №ას-1100-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2021
- საქმე №ას-553-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №ბს-684(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ას-919-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2021
- საქმე №ას-1262-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2021
- საქმე №ას-1217-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2020
- საქმე №ას-263-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2020
- საქმე №ას-1710-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ას-1987-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ბს-100(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1391-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება