მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 211. წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითებათა სავალდებულოობა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლი · სსსკ 211
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-39(კ-21)
საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეზე ორი სადავო ფაქტია, ერთი, თითქოს კასატორი სხდომიდან იქნა გაძევებული და მისი გაძევება მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის საფუძველზე. რაც მიანიშნებს არა მხოლოდ სხდომიდან კასატორის გაძევების შესახებ არანამდვილი მონაცემების დამუშავებაზე, არამედ იმაზეც, რომ პავლაძის მიერ მოხდა მოსამართლის ქმედების სამართლებრივი შეფასებაც.
- საქმე №ბს-1069(ს-19)
ო-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლეს.
- საქმე №ას-591-591-2018
მაგ: სსსკ-ის 211-ე და 212-ე მუხლები) ადგენს წესრიგის დამრღვევის პასუხისმგებლობის წესსა და შესაბამისი სანქციის შეფარდების შესაძლებლობას.
- საქმე №ბს-521-516(კ-ს-16)
ბ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლეს.
- საქმე №ას-590-558-2015
საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმის თანახმად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას აპელანტმა უპატივცემულობა გამოიჩინა, როგორც სასამართლოს, ისე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე და 212-ე მუხლების თანახმად, მიღებულ იქნა განკარგულება პირის 300 ლარით დაჯარიმების თაობაზე. საკასაციო პრეტენზიის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე მოითხოვს ამ…
- საქმე №ბს-584-577(3კ-ს-15)
- საქმე №3კ/271-02
- საქმე №330210017001876862
მეზობელი მუხლები
- მუხლი 205. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა
- მუხლი 206. მხარეთა მოვალეობა
- მუხლი 207. განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ
- მუხლი 208. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
- მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს
- მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება
- მუხლი 212. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა # #
- მუხლი 213. თარჯიმნისათვის მისი მოვალეობის განმარტება
- მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება
- მუხლი 215. მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა
- მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 211, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-211/