1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.
2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50 ლარით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6839
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 213. თარჯიმნისათვის მისი მოვალეობის განმარტება 1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები. [ 1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] 2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით. 3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50 ლარით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
დასახელებული უფლების რეალიზაციას ემსახურება ამავე კოდექსის 213-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები,…
- საქმე №ას-1447-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2021
აღნიშნული უფლების რეალიზაციას ემსახურება სსსკ-ის 213-ე მუხლიც, რომლის მიხედვით, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ…
- საქმე №ას-682-648-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2015
დასახელებული უფლების რეალიზაციას ემსახურება ამავე კოდექსის 213-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები,…
- საქმე №ას-217-209-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2013
აღნიშნული უფლების რეალიზაციას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები,…
- საქმე №3გ/ად-207-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2001
ამასთანავე, სასამართლოს მიერ გაცემული განმარტება მიღებულ იქნა იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის უხეში დარღვევებით, რის გამოც მას არ უნდა მიენიჭოს იურიდიული ძალა, შესაბამისად, უმართებულოა რეგისტრაციის წარმოების კანონიერ საფუძვლად მისი მიჩნევა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება