მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლი · სსსკ 209
თავი XXIV — საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად # # #
272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
თავი XXV
სასამართლოს მთავარი სხდო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება. თავი XXV.XXV სასამართლოს მთავარი სხდომასხდო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
…გამწევი პირის ინიციატივას საჭიროებს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 10.2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 54-ე, 209-ე, 272-ე, 411-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2.
…დაუსაბუთებელი მოთხოვნის წარდგენის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 178.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს უარი უნდა განეცხადებინა სარჩელის მიღებაზე, ისევე, როგორც, ამ კოდექსის 209-ე და 275.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განუხილველად უნდა დაეტოვებინა სარჩელი, ვინაიდან კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში მოსარჩელეს არ წარუდგენია მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
…შემთხვევაში აღარ არსებობს ის გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს. ამდენად, დავის საგნის არარსებობის გამო პალატა თვლის რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამავე კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის…
…საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. 5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად კი, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის…
თუ მოსარჩელე არ გამოიყენებდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებას, მაშინ სასამართლოს სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა ( სსსკ-ის 209-ე მუხლი). 15.4. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა შესთავაზოს დავის საგნის დაზუსტება, ასევე, მოპასუხის თანხმობით, დავის საგნის გადიდება (სსსკ-ის 372-ე და 83-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 209, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-209/