1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.
11. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს.
2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.
3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა 1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა.შ.)ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი. 11. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს. 2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება. 3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004წ.,16.12.2004 მუხ.173წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ას-1550-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით; აღნიშნული კოდექსის 204-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სპეციალისტის მოწვევის შესაძლებლობას.
- საქმე №ბს-1112(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 162-ე და 204-ე მუხლებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს…
- საქმე №ას-544-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2024
სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნის გამომრიცხველი ფაქტები, სსსკ 204-ე და 219-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქმის მომზადების სტადიაზე, შესაგებლის ეტაპზე.
- საქმე №ას-1099-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეებმა შედავება არ განახორციელეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე, სსსკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეების მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დადგენილად…
- საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებას. ასეთია _ 1. სპეციალისტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და 2. სააპელაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საქმისთვის დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებები. 17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, (1) ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა.
- საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ბს-1339(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ბს-154-151(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
- საქმე №ას-1108-1056-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2014
- საქმე №ას-1092-1121-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2011
- საქმე №ას-1056-1086-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2011
- საქმე №ას-1334-1174-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ას-663-622-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2010
- საქმე №ას-520-867-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2007
- საქმე №ბს-884-847(კს-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2006
- საქმე №ას-1069-1311-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2006
- საქმე №ას-1069-1371-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2006
- საქმე №330210018002348030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330310017001867772 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება