1. თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა.
2. მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან საქმის მომზადების მიზანს ( სსსკ-ის მე-200 მუხლი); მოპასუხის პასუხს /შესაგებელს/ ( სსსკ-ის 201-ე მუხლი); მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას ( სსსკ-ის 205-ე მუხლი).
- საქმე №ბს-149(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
გარდა ამისა, სსსკ-ის 200-ე მუხლის თანახმად, გირაო ბიუჯეტში ჩაირიცხება მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულმა დაარღვია გირაოს პირობები, რაც მოცემულ საქმეზე არ დაფიქსირებულა.
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან საქმის მომზადების მიზანს ( სსსკ-ის მე-200 მუხლი); მოპასუხის პასუხს /შესაგებელს/ ( სსსკ-ის 201-ე მუხლი); მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას ( სსსკ-ის 205-ე მუხლი).
- საქმე №ას-168-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2020
სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-200, 201-ე, 2321-ე, 233-ე, 241-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღძრულ საჩივარში მოპასუხე შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე…
- საქმე №ას-1098-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2020
სასამართლოს ხსენებული უფლება არ არის შეუზღუდავი და იგი მხოლოდ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზანს უნდა ემსახურებოდეს ( სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ…
- საქმე №ა-5075-ბ-10-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-1190-1120-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
- საქმე №ას-538-511-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №ას-1167-1113-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2015
- საქმე №ას-654-961-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2009
- საქმე №ას-537-846-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
- საქმე №ას-254-579-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2009
- საქმე №ას-1000-1199-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2009
- საქმე №ბს-571-544(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2007
- საქმე №080210019002849064 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.12.2019
- საქმე №090210119002987648 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №060311219002912611 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №010210018000313758 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №090210017002020527 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №330210018002467513 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება