1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია:
ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;
გ) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი;
დ) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;
ე) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;
ვ) მისცეს სასამართლო დავალებები;
ზ) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა;
თ) დანიშნოს ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი;
ი) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;
კ) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის.
2. მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 203. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით 1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია: ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები; ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს; გ) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი; დ) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას; ე) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება; ვ) მისცეს სასამართლო დავალებები; ზ) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა; თ) დანიშნოს ექსპერტი;ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი; ი) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი; კ) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის. 2. მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(79)
- საქმე №ას-1461-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის, მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია ( სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა მდგომარეობაც (იხ.
- საქმე №ას-508-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, ე.გ–ას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი,........... იმავე მისამართზეა რეგისტრირებული მოპასუხე ამომრჩეველთა ერთიანი სიის თანახმად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს შესთავაზა საქმეში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მესამე პირად ჩართვა, თუმცა ასეთი შუამდგომლობა მხარეებს არ წარუდგენიათ.
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას ( სსსკ-ის 205-ე მუხლი). „საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ ( სსსკ-ის 183-ე მუხლი) დაუყოვნებლივ...
- საქმე №ას-1575-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
საკასაციო პალატა ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს უპასუხოს მეორე კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ, საქმის ხელახლა განხილვის დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას უშვებს. მართალია აღნიშნულს კასატორი შეჯიბრებითობის პრინციპის უხეშ დარღვევად აფასებს, თუმცა ეს მსჯელობა სათანადო არგუმენტაციით განმტკიცებული არ არის.
- საქმე №ას-1349-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
პალატამ 2024 წლის 25 მარტის სხდომა გადადო, რათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე მხარეს შეევსო მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორმა წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მან მაინც ვერ წარმოადგინა ფსიქოლოგის მიერ გაცემული, სათანადო რეკვიზიტების მქონე წერილობითი დოკუმენტი.
- საქმე №ას-1133-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ა-2856-ა-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
- საქმე №ას-461-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ას-42-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2024
- საქმე №ას-1592-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ა-6581-ა-4-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2024
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
- საქმე №ას-782-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2023
- საქმე №ბს-1426(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2023
- საქმე №ას-567-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ა-6389-ა-16-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-1298-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
- საქმე №ას-927-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2022
- საქმე №ას-402-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
- საქმე №ას-700-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2021
- საქმე №ას-1150-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2021
- საქმე №ას-421-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ას-113-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ას-203-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-1189-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2021
- საქმე №ას-1768-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2020
- საქმე №ბს-1041(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
- საქმე №ას-107-107-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2020
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ას-1252-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-482-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-509-509-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ას-1004-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1080-1037-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
- საქმე №ას-543-506-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-1067-1026-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-715-685-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2017
- საქმე №ას-24-24-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2016
- საქმე №ას-1266-1208-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 79-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება