1. მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.
2. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
3. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს, მათ შორის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდეს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 207. განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ 1. მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. 2. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. 3. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს, მათ შორის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდეს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010წ.,№75,27.12.2010 წ., მუხ.480
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(84)
- საქმე №ას-1461-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია ( სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა მდგომარეობაც (იხ. სუსგ.
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი პროცესუალური საკითხი სასამართლო მთავარი სხდომის დანიშვნასა და შესაბამისად, მტკიცებულებების წარდგენის შეზღუდვასთან მიმართებით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგანაც საქალაქო სასამართლოს მხრიდან მთავარი სხდომა დაინიშნა სარჩელისა და შესაგებლის წარდგენის შემდგომ, რისი უფლებაც სასამართლოს მინიჭებული აქვს სსსკ-ის 207.1-ე მუხლის საფუძველზე (მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს.
- საქმე №ას-1522-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2024
…დაკმაყოფილებას. 71. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ გონივრული ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრისათვის.
- საქმე №ას-1448-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
…გარემოებათა გამო: 51. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ გონივრული ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ…
- საქმე №ას-42-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2024
სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია ( სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია…
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-567-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-1677-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №ას-927-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2022
- საქმე №ას-302-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2021
- საქმე №ას-700-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2021
- საქმე №ბს-684(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ას-203-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-105-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ას-481-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2020
- საქმე №ას-1765-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ას-1768-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2020
- საქმე №ბს-122(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2020
- საქმე №ას-1183-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2019
- საქმე №ას-1252-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-482-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-623-582-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2017
- საქმე №ას-543-506-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-885-852-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2017
- საქმე №ას-1067-1026-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-649-605-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-1119-1075-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2017
- საქმე №ას-1190-1120-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
- საქმე №ას-1108-1056-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2014
- საქმე №ას-1205-1225-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2011
- საქმე №ას-1214-1475-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2010
- საქმე №ას-340-316-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2010
- საქმე №ას-1063-1330-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2010
- საქმე №ბს-708-674(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2009
- საქმე №ას-254-579-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2009
- საქმე №ბს-309-301(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
- საქმე №ბს-993-950(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2007
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 84-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება