1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.
2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია, გააფრთხილოს პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების შესრულების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება 1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული. 2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია, გააფრთხილოს პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების შესრულების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-710-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2024
…არ ირიცხება. 21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და თ.ნ–ი სასამართლომ დამნაშავედ სცნო საქართველოს სსსკ-ს 185-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. 22. მოპასუხე ვ.ჯ–ს შპს,,ტ“-დან ხელფასის სახით მიღებული აქვს: 2018 წლის აპრილში - 5000 ლარი, 2018 წლის ივლისში - 9250 ლარი, 2019 წლის…
- საქმე №ბს-358(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
რაც შეეხება სასამართლო პროცესის დაწყების მომენტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში.
- საქმე №ას-945-883-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობილად მიჩნევის შემთხვევაში, შესაგებლის სტადიაზე უნდა შემოწმდეს მოპასუხის საპასუხო არგუმენტების სამართლებრივი დამაჯერებლობა სსსკ-ის 210-ე მუხლის საფუძველზე და, ასევე, განისაზღვროს, მოპასუხის შეგებებული სარჩელის დასაბუთებულობა, სსსკ-ის 189-ე მუხლის თანახმად და მხოლოდ ამის შემდეგ - შეგებებული სარჩელის პასუხად წარდგენილი შესაგებლის საფუძვლიანობა.
- საქმე №ას-223-210-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2015
მოსარჩელემ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფის უფლება. მას შეეძლო, თავის დროზე ჩაეტარებინა ექსპერტიზა, სანამ მფლობელობაში გადაეცემოდა ავტომანქანა.
- საქმე №ბს-144-141(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2015
იგი პასუხისგებაშია მიცემული სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და პატიმრობაშია 2011 წლის 27 ივლისიდან.
- საქმე №ას-872-830-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2014
- საქმე №ას-1078-1011-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2013
- საქმე №ბს-87-87(კს-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2012
- საქმე №ას-833-885-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2011
- საქმე №ას-582-965-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2006
- საქმე №3კ/439-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2001
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება