1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.
2. თუ მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
3. სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
4. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია განიხილოს საქმე ან/და მიიღოს გადაწყვეტილება არასამუშაო დროს, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება 1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. 2. თუ მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. 3. სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 4. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია განიხილოს საქმე ან/და მიიღოს გადაწყვეტილება არასამუშაო დროს, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ.,27.12.2005 წ., მუხ.376 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(198)
- საქმე №ას-1461-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.1-ე მუხლზე და შენიშნა, რომ 2025 წლის 23 აპრილის სასამართლო მთავარ სხდომაზე აღარ იკვეთებოდა საქმის განხილვის გადადების…
- საქმე №ას-1091-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 216.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით;
- საქმე №ბს-1113(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2025
…საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
- საქმე №ას-1542-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 216-ე, 215-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არ არსებობს აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი, დაუსაბუთებელია შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
- საქმე №ას-1452-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.01.2025
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
- საქმე №ას-1395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-1396-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ას-171-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2024
- საქმე №ას-1181-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
- საქმე №ას-1149-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2023
- საქმე №ას-449-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2023
- საქმე №ას-1076-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-6-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
- საქმე №ას-1687-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ას-1183-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №ბს-488(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №ას-411-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-901-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-249-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ბს-142(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ას-1089-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.12.2021
- საქმე №ას-816-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ას-61-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
- საქმე №ას-226-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
- საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ბს-124(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ას-312-312-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
- საქმე №ას-1973-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
- საქმე №ას-1102-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №ას-185-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2021
- საქმე №ას-1431-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
- საქმე №ას-948-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
- საქმე №ას-623-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2020
- საქმე №ას-250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2020
- საქმე №ას-1765-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ას-455-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
- საქმე №ას-1441-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2020
- საქმე №ბს-960(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 198-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება