მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.09.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები სასამართლოსმხარეებს ნებართვითუფლება თითოეულაქვთ, მხარესსასამართლოს შეუძლიაწინასწარი შეკითხვანებართვის მისცესგარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოუადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებისგარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდუადგილოდ ან უადგილოდშეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო განიხილავს.იხილავს. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-789-754-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2015
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საწინააღმდეგოდ, სადავო გარემოებების დაზუსტების მიზნით სხდომის თავმჯდომარემ კასატორს შეუზღუდა შეკითხვების დასმის უფლება, რაც ამავე კოდექსის 127-ე და 221-ე მუხლების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. საგულისხმოა, რომ სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლზე დაყრდნობით, 2014 წლის 27 ივნისს გადადო სხდომა…
- საქმე №ას-583-551-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2012
პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 221-ე, 225-ე, 226-ე, 227-ე და 228-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს „საქმის საჯარო განხილვის უფლებას“, რაც უპირობოდ გულისხმობს უფლებას საქმის ზეპირ მოსმენაზე.
- საქმე №ას-263-248-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.10.2010
შ-იამ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 221-ე, 227-ე, 228-ე მუხლების მოთხოვნა; არასწორად განმარტა “ნოტარიუსის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის “გ” პუნქტი.
- საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
ქ-ეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინაიდან სსსკ 221-ე მუხლის თანახმად მხოლოდ სახელმწიფო, კონკრეტულად კი მოკვლევის ორგანოა პასუხისმგებელი უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით გამოწვეული ზიანისათვის.
- საქმე №3კ/697-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2001
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმეზე საკასაციო წარმოება შეჩერდა, 1964 წლიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12, 221-ე მუხლების შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ მ. მ-ძის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება