მუხლი 224. მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცვლისა და მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ საკითხების გადაწყვეტის წესი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლი · სსსკ 224
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
1. მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლისა თუ საგნის შეცვლის ან სასარჩელო მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 83-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრისა და სასამართლოს მიერ მისი მიღების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 188–190-ე მუხლებით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიუთითა კანონის ნორმების დარღვევაზეც, კერძოდ, აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, 261-ე, 191-ე მუხლები, 189-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 224-ე, 83-ე მუხლები, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მიიღო და არასწორად არ გამოიყენა ამავე კოდექსის 31-ე მუხლის…
…ხოლო მოგვიანებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი. თ-ამ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა. პალატის მითითებით, აღნიშნულით ი.თ-ამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 224-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასამართლო მთავარ სხდომაზე, მოპასუხის თანხმობის გარეშე გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა.
ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
…წლის 10 აპრილის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ ხელშეკრულების ბათლად ცნობა, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის შეცვლას არ დაეთანხმნენ მოპასუხე მხარეები, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე და 83-ე მუხლებზე დაყრდნობით მოპასუხეთა თანხმობის გარეშე მოსარჩელის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის საგნის შეცვლა დაუშვებლად მიიჩნია და გადაწყვეტილება გამოიტანა თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, 1996 წლის 10 აპრილის დამფუძნებელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.
ც-ოვას გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის დაკისრების შესახებ დაუშვებელია და პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა იგი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის, 83-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის მომზადება დასრულდა ჯერ კიდევ 2004 წლის 3 სექტემბერს და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რის შემდგომ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე საჭირო იყო მოპასუხის თანხმობა.
საქმე №3გ-ად-108-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2002
საქმე №3კ/939-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2001
საქმე №3გ/ად-126-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2000
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 224, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-224/