მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 222. მოსამართლეთა შეკითხვები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 222-ე მუხლი · სსსკ 222
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1150-2019
…აქაც სასამართლოს როლი და მოქმედებები მნიშვნელოვანია სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთების სრულყოფის თვალსაზრისით (მაგ. მოსამართლე საქმის არსებითად განსახილველად მომზადების მიზნით ხელმძღვანელობს საპროცესო კოდექსის 4.2, 128-ე, 203-ე, 222-ე მუხლებით, რათა სრულად და ზუსტად განისაზღვროს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები). სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების სრულად და ზუსტად განსაზღვრა…
- საქმე №ას-648-2019
ამასთან, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე, თავისი უფლების ფარგლებში ( სსსკ-ის 222-ე მუხლი), ორივე მხარეს უსვამდა სადავო საკითხის გამორკვევასთან დაკავშირებით კითხვებს, რაც თავისთავად, სასამართლოს თავმჯდომარის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველს არ ქმნის.
- საქმე №ას-1326-2018
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 222-ე მუხლი, არასწორად განმარტა სსკ-ის 1421 მუხლის მეორე ნაწილი. აღნიშნული კანონის ნორმა არ აწესებს იმის დათქმას, რომ თუ ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე თქვა უარი, ასეთ შემთხვევაში სამკვიდრო არ შეიძლება ჩაითვალოს მიღებულად.
- საქმე №ას-650-616-2015
…აპელანტის წარმომადგენელს (ადვოკატს), რომ უპირატესად დავის არსებით გარემოებებზე გაამახვილოს ყურადღება, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა, სასამართლოს აღნიშნული კანონიერი მითითებების მიუხედავად (სსსკ-ის 215-ე, 222-ე მუხლები), სხდომის დროის 12:00:10-დან 12:26:12-მდე პერიოდი ადვოკატმა გამოიყენა სხვადასხვა შუამდგომლობების წარდგენისათვის, რომელთა ნორმატიულ დასაბუთებაზე მითითების შესახებ სასამართლოს შეკითხვების პასუხად, მხარის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მას აქვს უფლება, არ უპასუხოს სასამართლოს.
- საქმე №ას-534-500-2017
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსსკ-ის 222-ე მუხლით მოწესრიგებულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლეთა მიერ შეკითხვების დასმის წესი: „მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად…
- საქმე №ას-1209-1169-2016
- საქმე №ას-664-635-2016
- საქმე №ას-973-922-2015
- საქმე №ას-24-24-2016
- საქმე №ას-209-196-2015
- საქმე №ას-546-514-2012
- საქმე №ას-140-134-2012
- საქმე №ას-24-24-2012
- საქმე №ას-1619-1611-2011
- საქმე №ას-941-979-2011
- საქმე №ას-1196-1216-2011
- საქმე №ბს-758-730(კ-08)
- საქმე №ას-858-1171-07
- საქმე №3გ-ად-131-კ-02
- საქმე №3კ/618-02
- საქმე №3კ/378-02
- საქმე №3კ/1049-01
- საქმე №3კ/1157-01
- საქმე №3კ/946-01
- საქმე №3კ/628-01
- საქმე №3კ/708-01
- საქმე №3კ/653-01
- საქმე №3კ/646-01
- საქმე №3კ/530-01
- საქმე №3კ/376-01
- საქმე №3კ/274-01
- საქმე №3კ/60-01
- საქმე №3კ/685
- საქმე №120210015775651
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება
- მუხლი 217¹. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა
- მუხლი 218. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით
- მუხლი 219. ახალ გარემოებებზე მითითება
- მუხლი 220. ახსნა-განმარტების მიღება გამოცხადებული პირისაგან
- მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები
- მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა
- მუხლი 224. მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცვლისა და მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ საკითხების გადაწყვეტის წესი
- მუხლი 225. წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვა და შემოწმება
- მუხლი 226. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების დამთავრება
- მუხლი 227. მხარეთა პაექრობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 222, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-222/