სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლი · სსსკ 227
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
1. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.
2. პირველად გამოდიან მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ– მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მესამე პირი, რომელმაც განაცხადა დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა, და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი, რომელსაც დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა არ განუცხადებია, და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზედაც მესამე პირი მონაწილეობს საქმეშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (13.07.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 227. მხარეთა პაექრობა 1. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. 2. პირველად გამოდიან მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგშემდეგ– – მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მესამე პირი, რომელმაც განაცხადა დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა, და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი, რომელსაც დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა არ განუცხადებია, და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზედაც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.საქმეშ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 221-ე, 225-ე, 226-ე, 227-ე და 228-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს „საქმის საჯარო განხილვის უფლებას“, რაც უპირობოდ გულისხმობს უფლებას საქმის ზეპირ მოსმენაზე.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად არასწორად იქნა გამოყენებული სსსკ-ის 227-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება სულ სხვა საპროცესო ინსტიტუტს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «ნ.
შ-იამ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 221-ე, 227-ე, 228-ე მუხლების მოთხოვნა; არასწორად განმარტა “ნოტარიუსის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის “გ” პუნქტი.
საქმე №ას-592-819-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2008
ამასთან, სასამართლო სხდომა ამავე კოდექსის 227-ე მუხლის დაუცველად, მხარეთა პაექრობის გარეშე ჩატარდა (ს.ფ. 177-187). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა…
საქმე №3კ/480-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2001
სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის II_III ნაწილები და 227-ე მუხლის II ნაწილი, რომელშიც შეეხება პროცესში მონაწილე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და მხარეთა კამათში მონაწილეობის თანმიმდევრობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 227, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-227/