1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.
2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა 1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს. 2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-909-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2020
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო, მოსამართლე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ამავე კოდექსის 223-ე მუხლის შესაბამისად, წარმართავს შეჯიბრებითობას და საბოლოოდ უყალიბდება შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე.
- საქმე №ბს-793-793(კ-კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2018
ამასთანავე, სსსკ-ის 223.1 მუხლით გათვალისწინებულია მოსამართლის უფლებამოსილება სიტყვა ჩამოართვას მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს.
- საქმე №ას-79-75-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2017
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს შეჯიბრებითობის პრინციპის უგულვებელყოფასთან მიმართებით (პ:16) და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 223 - ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსლების ფარგლებში მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას;
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
…მომზადების მიზნით, შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. სსსკ-ის 223.2 მუხლის თანახმად, სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს, არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად - ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, - შესვენების გარეშე;
- საქმე №ას-922-880-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2014
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ასევე, საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 223-ე მუხლის მე-2 ნაწილის საწინააღმდეგოდ, არასრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, შეფასება არ მისცა ზ. ჩ-სა და შპს „ა.
- საქმე №ას-1423-1342-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2012
- საქმე №ას-1494-1503-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2011
- საქმე №ას-522-497-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2011
- საქმე №25I · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2007
- საქმე №330310018002280855 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.06.2019
- საქმე №010310018002348730 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330310016001272362 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330310015001081187 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება