მუხლი 226. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების დამთავრება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლი · სსსკ 226
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შემდეგ სასამართლო საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 226. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების დამთავრება ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შემდეგ სასამართლო საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად არ გამოიყენა სადავო ფართთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, ხოლო გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 105-ე, 225-ე, 226-ე მუხლების მოთხოვნებიდან. ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, კასატორი ასევე არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თ.
პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 221-ე, 225-ე, 226-ე, 227-ე და 228-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს „საქმის საჯარო განხილვის უფლებას“, რაც უპირობოდ გულისხმობს უფლებას საქმის ზეპირ მოსმენაზე.
დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 225-ე და 226-ე მუხლების მოთხოვნები, ამასთან, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 226, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-226/