სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი · სსსკ 228
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
1. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.
2. მხარეთა პაექრობის შემდეგ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს სხდომის დარბაზში დამსწრე პირებს.
თავი XXVI
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 228. რეპლიკა 1. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის წარმომადგენელს. 2. მხარეთა პაექრობის შემდეგ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს სხდომის დარბაზში დამსწრე პირებს. თავი XXVI დაუსწრებელი გადაწყვეტილება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
საქმე №ას-116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშეც მოითხოვა, სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის დაწყების მომენტს, ხოლო განხილვის დასრულების მომენტად, ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, მიჩნეულია პაექრობის დასრულება; სსკ 257-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის დასრულებით საქმის არსებით…
პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 221-ე, 225-ე, 226-ე, 227-ე და 228-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს „საქმის საჯარო განხილვის უფლებას“, რაც უპირობოდ გულისხმობს უფლებას საქმის ზეპირ მოსმენაზე.
მითითებული განცხადება შეიცავდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 228-ე მუხლების საფუძველზე. დასახელებული საპროცესო ნორმები სრულიად არ შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს და კონკრეტულ შემთხვევაში მათზე მითითება სასამართლოს მოსაზრებით გაუგებარი იყო.
საქმე №ას-43-37-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
მითითებული განცხადება შეიცავდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 228-ე მუხლების საფუძველზე. დასახელებული საპროცესო ნორმები სრულიად არ შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს და კონკრეტულ შემთხვევაში მათზე მითითება სასამართლოს მოსაზრებით გაუგებარი იყო.
შ-იამ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 221-ე, 227-ე, 228-ე მუხლების მოთხოვნა; არასწორად განმარტა “ნოტარიუსის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის “გ” პუნქტი. პალატამ გამოიყენა სსკ-ის 1469-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება ქონების გაყოფის თაობაზე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 228, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-228/