1. საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება.
2. საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივარი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის ან პირისათვის საჩივრის გადაცემიდან 3 დღეშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1240(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
რაც შეეხება კასატორის მითითებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 97.1 მუხლზე (საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება), მითითებული ნორმა შეეხება სისხლის სამართლის პროცესის სტადიაზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განმხილველ პირს.
- საქმე №2კ-37-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2023
იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლები (საქართველოს სსსკ-ის თავი XIII, შუამდგომლობა, საჩივარი და მათი განხილვის ზოგადი წესი), რომლებზეც უთითებს ა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება