1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა დადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის
კანონი №
3814
–
ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3814
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 108. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება 1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა განჩინებადადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს. 2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-789აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2022
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე, 108-ე, 191-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ბრალდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
- საქმე №330310016001460030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
ამ შემთხვევაში აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლით. აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა, რომ მთავარი პროკურატურა არ ედავება საქმის თვითნებურად შეწყვეტაზე და აქცენტს მხოლოდ ხელმოწერაზე აკეთებს.
- საქმე №010100118002677313 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
ექსპერტიზის ფსიქოლოგიური კვლევის ნაწილში მიღებული დასკვნის თანახმად: 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტში ი-----–- ქ-------ე იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
- საქმე №2კ-21აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2014
დ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს 19, 108-ე მუხლითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
- საქმე №160100118002269527 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 03.09.2018
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ---- ო-------მა ნ----- რ----ოვის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 19, 108-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. 4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება: 4.1.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება