1. სასამართლო განხილვის დროს, განაჩენის გარდა, ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
11. სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
2. სასამართლოს განჩინება გამოაქვს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. განჩინება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
3. სასამართლო უფლებამოსილია განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში.
4. სასამართლოს განჩინება ცხადდება საჯაროდ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.10.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.10.2022 კანონი №1918
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330100113002418429 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ირ---–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლა–------–--–--ის და გი-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №330100118002320555 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.07.2018
სარეზოლუციო ნაწილი: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე, 193-ე, 295-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ფ---------–---ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება