1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით:
ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას;
ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას;
დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას;
დ1) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;
ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;
ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №500
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №080100119003192983 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.10.2019
…29 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა პროკურორ და------------ას შუამდგომლობა ბრალდებულ ალ---------ე ლა----ას მიმართ დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ მხარეთა თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის განხილვის თაობაზე.
- საქმე №210100119002951507 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 17.04.2019
ს ა რე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №210100119002925749 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 02.04.2019
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №210100119002920020 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 29.03.2019
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №210100119002907388 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 26.03.2019
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №150100118002445788 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 13.06.2018
- საქმე №150100117002247082 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 27.02.2018
- საქმე №150100118002248616 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 21.02.2018
- საქმე №150100118002292702 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 20.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება