1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.
4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.
6. აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა, გარდა ამ მუხლითა და ამ კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიყენება აგრეთვე ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №430 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №430
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №2კ-751აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
…აღსრულება, იმავდროულად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია – დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს ( საქართველოს სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები), სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების საფუძველია – დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის…
- საქმე №ბს-953(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2025
…რომ 2022 წლის 21 მარტის ახალციხის რაიონული სასამართლოს №1/150-21) განაჩენით მსჯავრდებულ ო. ჯ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდა გირაოს შემტან პირს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების მიზანს და საფუძველს, კერძოდ აღკვეთის ღონისძიება…
- საქმე №ბს-149(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
…საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 25-ე და 281 მუხლებზე,,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანების პირველ, მე-152 მუხლის პირველ პუნქტზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლზე, მე-200 მუხლზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა,…
- საქმე №2კ-446აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2020
აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და სახის განსაზღვრა უკავშირდება სსსკ-ის 198-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევას, რაც არ ნიშნავს არც პირის უდანაშაულობას (წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი) და არ გამორიცხავს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას.
- საქმე №2კ-289აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2017
ამ უკანასკნელთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, გამოიყენოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების ზოგადი მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია.
- საქმე №330100117001788646 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2018
- საქმე №330310018002524153 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №080310017002126197 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.06.2018
- საქმე №340100117001870677 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 29.03.2018
- საქმე №080310018002247498 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება