1. სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. იგი შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.
2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს.
3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის მხარეებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.
4. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო.
5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს განაჩენთან ერთად.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
თავი XX
ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-54აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2019
სხდომის ოქმთან შედარებით, პრიორიტეტი მიანიჭეს მოწმეთა ჩვენებებს და ეს მაშინ, როცა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის გარემოება, პროცესის მიმდინარეობის დროს პროცესის მონაწილის მიმართ გამოხატეს თუ არა უპატივცემულობა, ასახულია სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ სსსკ-ის 195-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სხდომის ოქმში, რომელიც ხელმოწერილია მოსამართლის მიერ და მართლმსაჯულების პროცესის უმთავრესი ლეგიტიმური დოკუმენტია.
- საქმე №120100117002218484 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2019
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ მოსამართლემ განაჩენში არ ასახა, კონკრეტულ მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული რიგი პასუხები, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება