1. სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სათათბირო ოთახში აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სარგებლობა.
2. სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს ადგილზე თათბირით.
3. სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე.
4. სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სასამართლოს თათბირს და აყალიბებს საკითხებს, რომლებზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
5. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად.
6. მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.
7. თუ სასამართლოს თათბირის დროს საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა, პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო პოზიციას.
8. თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-227აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2014
…საუარესოდ შეცვლის თაობაზე - პროკურორის საჩივრის სააპელაციო სასამართლოში დაკმაყოფილების პერსპექტივაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრი მიხეილ ჩინჩალაძე 25.02.2014 გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი ვიყენებ რა სსსკ 193–ე მუხლის მე–8 ნაწილით მინიჭებულ უფლებას, არ ვეთანხმები საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიური უმრავლესობის მოსაზრებას სსსკ 298–ე მუხლის მე–4 ნაწილის განმარტების თაობაზე, ვრჩები განსხვავებულ აზრზე და ჩემს მოსაზრებას ვაყალიბებ მოცემულ სამართლებრივ საკითხზე.
- საქმე №330100118002320555 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.07.2018
სარეზოლუციო ნაწილი: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე, 193-ე, 295-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ფ---------–---ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება