1. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.
3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.
4. წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 136. სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა 1. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად. 2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით. 3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან. 4. წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით. 5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(47)
- საქმე №ას-1405-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, „ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ სასამართლომ გადააკისროს მტკიცების ტვირთი მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო…
- საქმე №ბს-681(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე, 123-ე, 127-ე, 136-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 11 მარტს მიიღო №შ-54/21 დადგენილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე.
- საქმე №ბს-738(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
…მტკიცებას), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 (წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები) და 21 ნაწილებისა, 136-ე მუხლისა (წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა), 145-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 146-ე და 155-ე–157-ე მუხლებისა და 169-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა.
- საქმე №ას-344-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაციის საკითხზე მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მოსარჩელე მტკიცების ტვირთისგან სრულად გაეთავისუფლებინა.
- საქმე №ას-761-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დაასკვნა, რომ მოსარჩელე თავისუფლდება საბინაო წიგნში ჩაწერის ფაქტის დამტკიცების ვალდებულებისგან, რის გამოც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მის სასარგებლოდ დადგენილად ითვლება.
- საქმე №ას-124-116-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ას-303-303-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
- საქმე №ას-1940-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2019
- საქმე №ას-619-619-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2018
- საქმე №ბს-1185-1179(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2018
- საქმე №ას-1294-1214-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2018
- საქმე №ას-917-857-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2017
- საქმე №ას-263-251-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
- საქმე №ას-692-663-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2016
- საქმე №ას-323-308-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2016
- საქმე №ას-378-359-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2015
- საქმე №ას-1000-957-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2015
- საქმე №ას-1017-960-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2015
- საქმე №ას-893-851-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2014
- საქმე №ას-1234-1179-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2014
- საქმე №ას-286-272-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2013
- საქმე №ას-1235-1164-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2013
- საქმე №ას-356-336-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2012
- საქმე №ბს-1048-1006(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2010
- საქმე №ას-810-1097-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2010
- საქმე №ას-689-910-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2009
- საქმე №ას-861-1075-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2009
- საქმე №ბს-1303-1263(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2009
- საქმე №ას-62-346-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2008
- საქმე №ბს-150-146(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2008
- საქმე №ას-282-611-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2008
- საქმე №ბს-921-883(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2008
- საქმე №ბს-782-744(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.01.2008
- საქმე №ბს-766-728(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2007
- საქმე №ბს-114-107(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2006
- საქმე №ბს-173-163(კს-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2006
- საქმე №3გ/ად-234-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2002
- საქმე №ას-868-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017001975741 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 47-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება