სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლი · სსსკ 133
თავი XVI — მხარეთა ახსნა-განმარტება
1. მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
2. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.
თავი XVII
წერილობითი მტკიცებულე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 133. აღიარების გაქარწყლება მხარის მიერ 1. მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. 2. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. თავი XVII.XVII წერილობითი მტკიცებულებამტკიცებულე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(88)
საქმე №ას-1341-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…25 მარტი, 2024 წელი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარემ მის მიერ აღიარებული გარემოება, სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ, სათანადო მტკიცებულებებითა და არგუმენტებით ვერ გააქარწყლა (იხ. სსსკ-ის 133-ე მუხლი). 27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი სპეციალური სუბიექტია, კანონით დადგენილი წესით მხოლოდ წერილობით უნდა დადებულიყო (იხ.
საქმე №ას-381-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2024
…განეკუთვნებოდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტებს. აპელანტმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. 19. სსსკ-ის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო…
საქმე №ას-564-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს…
…დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ ეწინააღმდეგება ბელარუსის რესპუბლიკის სამეურნეო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნებს. იმავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას.
საქმე №ას-148-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
…წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. 27. სსსკ-ს 133-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა მხარემ შეძლოს თავისი აღიარების გაქარწყლება (უარყოფა), მან უნდა დაამტკიცოს, რომ: ა) ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და…
საქმე №ას-1315-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
საქმე №ას-471-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-174-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
საქმე №ას-1261-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
საქმე №ას-493-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
საქმე №ას-33-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021
საქმე №ას-1010-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2020
საქმე №ას-84-84-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2020
საქმე №ას-789-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
საქმე №ას-43-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2019
საქმე №ას-381-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
საქმე №ას-1337-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2019
მუხლი 51. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება— საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 133, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-133/