1. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე.
2. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ორგანო ინდივიდუალური შეფასების პროცესში შეისწავლის არასრულწლოვნის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
3. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და, შესაბამისად, არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები.
4. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ სტადიებზე:
ა) განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას;
ბ) სასჯელის დანიშვნისას;
გ) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას;
დ) არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას;
ე) პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას.
41. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ.
5. პროკურორის დადგენილებით ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შესაძლებელია მომზადდეს და გათვალისწინებულ იქნეს სხვა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტადიაზედაც, თუ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და ვადები ამის შესაძლებლობას იძლევა.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 41 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური).
7. ამ მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სისხლის სამართლის პროცესის ყოველ მომდევნო სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისას მხედველობაში მიიღება წინა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში არსებული ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალურ შეფასებას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს შესაბამისი მოსამართლის მიმართვის საფუძველზე.
10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შეხვდეს არასრულწლოვან ბრალდებულს და ინდივიდუალური შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3131 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5396
- 05.07.2018 კანონი №3033
- 05.07.2018 კანონი №3131
- 30.05.2018 კანონი №2390
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში 1. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. 2. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ორგანო ინდივიდუალური შეფასების პროცესში შეისწავლის არასრულწლოვნის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 3. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და, შესაბამისად, არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები. 4. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ სტადიებზე: ა) განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას; ბ) სასჯელის დანიშვნისას; გ) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას; დ) არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას; ე) პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. 41. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ. 5. პროკურორის დადგენილებით ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შესაძლებელია მომზადდეს და გათვალისწინებულ იქნეს სხვა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტადიაზედაც, თუ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და ვადები ამის შესაძლებლობას იძლევა. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 41 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური). 7. ამ მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სისხლის სამართლის პროცესის ყოველ მომდევნო სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისას მხედველობაში მიიღება წინა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში არსებული ინფორმაცია. 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალურ შეფასებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს შესაბამისი მოსამართლის მიმართვის საფუძველზე. 10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შეხვდეს არასრულწლოვან ბრალდებულს და ინდივიდუალური შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №2კ-568აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2023
მოცემულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ: 2022 წლის 17 ივნისს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამართლემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 და მე-9 ნაწილებისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შესაბამის ორგანოს სთხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და მისი გაგზავნა 2022 წლის 24 ივნისამდე.
- საქმე №2კ-379აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2018
ზემოაღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლების დადგენა, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაძლებელია ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომლის მომზადება ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულოა სასჯელის განსაზღვრის დროს.
- საქმე №2კ-251აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2016
…დაძლევის საშუალება იქნება. ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა საკმარის ინფორმაციას სასამართლოს მიერ დანიშნული საპატიმრო სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩასათვლელად პენიტენციური დეპარტამენტის ანგარიშის გარეშე. 37. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო საჭიროებისამებრ ითვალისწინებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებულ გარემოებებს, რომ ი.
- საქმე №010141318700061945 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 21.12.2018
ზემოაღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლების დადგენა, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაძლებელია ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომლის მომზადება ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულოა სასჯელის განსაზღვრის დროს.
- საქმე №330100118002596061 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2019
…და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე.
- საქმე №340100119002810926 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.10.2019
- საქმე №330100118002257968 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.09.2019
- საქმე №180100119003099320 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №010100119002899726 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №340100118002399542 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 15.08.2018
- საქმე №020100118002408518 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №020100118002278228 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება