1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით.
2. თუ დაკავებული არასრულწლოვანი ან დაპატიმრებული არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ უმოკლეს ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში არასრულწლოვნის დაკითხვამდე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
3. თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, ან თუ იგი საერთაშორისო დაცვის მქონე პირია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას საშუალება უნდა მიეცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით დაუკავშირდეს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ამოცანაც არის ასეთი არასრულწლოვნის დაცვა.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №55 - ვებგვერდი, 15.12.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.12.2016 კანონი №55
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. საკონსულო დახმარების მიღების უფლება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით. 2. თუ დაკავებული არასრულწლოვანი ან დაპატიმრებული არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ უმოკლეს ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში არასრულწლოვნის დაკითხვამდე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, ან თუ იგი ლტოლვილის სტატუსის მქონე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას საშუალება უნდა მიეცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით დაუკავშირდეს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ამოცანაც არის ასეთი არასრულწლოვნის დაცვა. [3. თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, ან თუ იგი საერთაშორისო დაცვის მქონე პირია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას საშუალება უნდა მიეცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით დაუკავშირდეს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ამოცანაც არის ასეთი არასრულწლოვნის დაცვა. ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება