კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
პირი თავისუფლდება არასრულწლოვანების პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
ა) 1 წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) 3 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ) 5 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
დ) 12 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-558აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 35-ე და 36-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 71-ე და 76-ე მუხლებისგან განსხვავებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გათვალისწინებულია არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება