კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
2. პროკურორი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და განრიდების შესახებ.
3. პროკურორის მიერ განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით განრიდების გამოსაყენებლად საქმის განხილვისას ან განრიდების გამოყენების შესახებ მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის განხილვისას გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, არასრულწლოვნის ასაკი, ბრალეულობის ხარისხი, მოსალოდნელი სასჯელი, არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანი, სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა, დანაშაულისშემდგომი ქცევა, არასრულწლოვნის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაული და ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №020100118002408518 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 19.06.2018
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7, მე-8, მე-14, 27-ე, 38-ე, მე-40, 45-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე მუხლების შეს---მისად და დ ა ა დ გ ი ნ ა: ჭ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ
- საქმე №020100118002278228 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.03.2018
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7, მე-8, მე-14, 27-ე, 38-ე, მე-40, 45-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე მუხლების შესაბამისად და დ ა ა დ გ ი ნ ა: მ-----------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება