კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა:
ა) 1 წელში იმ დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) 3 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას;
გ) 5 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას;
დ) 7 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №65აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2017
აღსანიშნავია, რომ განსახილველი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება არ წარმოადგენს კოდექსის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო დებულებას, ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილია მხოლოდ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების სპეციფიკური ვადები, ხოლო, ვინაიდან ვადის დინების განსხვავებული…
- საქმე №2კ-558აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
კ-მა მოთხოვნას საფუძვლად დაუდო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მსჯავრდებიდან 7 წელში არ აღსრულებულა.
- საქმე №080100117001999733 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
…იმ საფუძვლით, რომ ბ--- ჯ---–--ე დღეის მდგომარეობით ნასამართლევი პირია, ვინაიდან, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დაკისრებულ სასჯელზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და მას სასჯელი არ მოუხდია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლი კი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც სააღსრულებო წარმოება არ არის დაწყებული, შესაბამისად, ვადა, რომელიც აღნიშნულ მუხლშია მითითებული, ბ--- ჯ---–--ის მიმართ არ ვრცელდება.
- საქმე №010141318700055072 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.03.2018
…უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნული კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილია არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო, რაც მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში შეადგენს 5 წელს.
- საქმე №080100117001999733 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.03.2018
რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადაუხდელობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 5 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება