1. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში:
ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;
გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;
დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
2. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო.
3. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
4. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.
6. გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
7. უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის თანახმად საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნის შემთხვევაში საქართველოს შესაბამისი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
თავი XV
ამნისტია, შეწყალება, ნასამართლო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო 1. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. 2. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. 3. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. 4. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 5. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი. 6. გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. 7. უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის თანახმად საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნის შემთხვევაში საქართველოს შესაბამისი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 თავი XV . ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობანასამართლო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(120)
- საქმე №2კ-42-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2026
…კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. 13. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
- საქმე №2კ-25-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
…სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. 21. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით დადგენილი ქმედებანი, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
- საქმე №2კ-4-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
…სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. 8. ხანდაზმულობის ვადა: 8.1. შუამდგომლობაში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს და 10 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების დროს.
- საქმე №2კ-129-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
…ისჯება. შესაბამისად, დანაშაული, რომლისთვისაც მოითხოვება ო. რ-ს ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. 10. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
- საქმე №2კ-124-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
…24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. 9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები.
- საქმე №2კ-125-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
- საქმე №2კ-117-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2025
- საქმე №2კ-114-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2025
- საქმე №2კ-113-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2025
- საქმე №2კ-111-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №2კ-107-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2025
- საქმე №2კ-101-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
- საქმე №2კ-100-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
- საქმე №2კ-96-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №2კ-93-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №2კ-91-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2025
- საქმე №2კ-81-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2025
- საქმე №2კ-73-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2025
- საქმე №2კ-74-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2025
- საქმე №2კ-71-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №2კ-68-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2025
- საქმე №2კ-69-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №2კ-59-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №2კ-58-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №2კ-56-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №2კ-54-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2025
- საქმე №2კ-50-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2025
- საქმე №2კ-51-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2025
- საქმე №2კ-40-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №2კ-23-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2025
- საქმე №2კ-3-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
- საქმე №2კ-1-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
- საქმე №2კ-248-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-197-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2024
- საქმე №2კ-44-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2024
- საქმე №2კ-40-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №2კ-39-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2024
- საქმე №2კ-32-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2024
- საქმე №2კ-27-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.07.2024
- საქმე №2კ-25-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 120-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება