1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 1 წლის ვადაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. (ამოღებულია - 30.11.2022, №2231).
3. ამ კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე. ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების გადადების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება გადადების ვადის გასვლამდე.
4. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღსრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადები.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2231
- 26.04.2022 კანონი №1525
- 17.07.2020 კანონი №7059
- 30.06.2017 კანონი №1194
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-220-212(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2013
სასამართლომ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე, 300-ე, 121-ე მუხლების საფუძველზე გამოიტანა დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ლ. გ-ს ერთი წლის ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება 2010 წლის 2 ოქტომბრიდან, 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული დადგენილება საჩივრის ავტორს არ ჩაბარებია და იგი აღსრულებული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით და ვადაში.
- საქმე №ბს-593-565(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2008
…რასაც მას უკარგავს მტკიცებულების ძალას, უკანონო იყო მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული სახდელი, კერძოდ, ნ. ქ.-ის დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 265-ე, 268-ე, 287-ე, 232-ე, 38-ე მუხლის მოთხოვნებს. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება