1. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში მისი პატიმრობის ვადა აითვლება საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივად გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.
2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის წესი).
3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა პირის საქართველოში ექსტრადირება, ამაზე თანახმაა;
ბ) ექსტრადირებულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ;
გ) პირის საქართველოში ექსტრადირება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდა და ამ პირმა უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ ინფორმაციას.
5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუკი ექსტრადიციის შემდეგ მიმდინარე სამართალწარმოების დროს შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია), მაგრამ უცვლელი დარჩა ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა და მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები, და ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3156
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. უცხო სახელმწიფოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურების ეფექტი საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე 1. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში მისი პატიმრობის ვადა აითვლება საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივად გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. 2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის,ჩადენისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული.ექსტრადირებული (სპეციალობის წესი). 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა პირის საქართველოში ექსტრადირება, ამაზე თანახმაა; ბ) ექსტრადირებულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ.შემდეგ; გ) პირის საქართველოში ექსტრადირება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდა და ამ პირმა უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ მონაცემებს.ინფორმაციას. 5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუკი ექსტრადიციის შემდეგ მიმდინარე სამართალწარმოების დროს შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია), მაგრამ უცვლელი დარჩა ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა და მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები, და ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-365(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
სსსკ-ის 171-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე.
- საქმე №2კ-230აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2018
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო არ დაინტერესებულა საკითხით, ნიდერლანდების სახელმწიფო უშვებს თუ არა ამ ახალი ბრალდებით პირის ექსტრადიციას, რისი ვალდებულებაც ჰქონდა მოსამართლეს ზემოაღნიშნული კონვენციისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
- საქმე №2კ-883-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2013
ყ-ს ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის მისი ფაქტობრივად გადაცემის მომენტიდან.
- საქმე №010141318700058345 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 10.10.2018
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო არ დაინტერესებულა საკითხით, ნიდერლანდების სახელმწიფო უშვებს თუ არა ამ ახალი ბრალდებით პირის ექსტრადიციას, რისი ვალდებულებაც ჰქონდა მოსამართლეს ზემოაღნიშნული კონვენციისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება