1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, შესაძლებლობის შემთხვევაში – ასევე მისი პიროვნების დამადასტურებელ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას იმ კანონზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამგვარი დანაშაულისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
ა) სასამართლოს განჩინება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ;
ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, ხოლო თუ პირი მსჯავრდებულია – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი;
გ) კანონის ტექსტი, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა საკანონმდებლო აქტები;
დ) შესაძლებლობის შემთხვევაში – ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, გენეტიკური პროფილი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.03.2025 კანონი №339
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები 1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, შესაძლებლობის შემთხვევაში – ასევე მისი პიროვნების დამადასტურებელ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას იმ კანონზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამგვარი დანაშაულისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) სასამართლოს განჩინება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ; ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, ხოლო თუ პირი მსჯავრდებულია – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი; გ) კანონის ტექსტი, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა საკანონმდებლო აქტები; დ) შესაძლებლობის შემთხვევაში – ექსტრადიციასექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, დნმ-ისგენეტიკური კოდიპროფილი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-90-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2025
…საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი ს–ში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ამასთან, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების, ასევე ჟენევის კონვენციის პირველი მუხლის A პუნქტის (2) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტების მიზანსა და საგანს წარმოადგენს პირის დაცვა წარმოშობის სახელმწიფოდან მომდინარე დევნის საფრთხისაგან inter alia წარმოშობის სახელმწიფოში ექსტრადიციისაგან თავის შეკავების გზით.
- საქმე №2კ-9-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
ამასთან, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების, ასევე ჟენევის კონვენციის პირველი მუხლის A პუნქტის (2) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტების მიზანსა და საგანს წარმოადგენს პირის დაცვა წარმოშობის სახელმწიფოდან მომდინარე დევნის საფრთხისაგან inter alia წარმოშობის სახელმწიფოში ექსტრადიციისგან თავის შეკავების გზით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება