1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ:
ა) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს;
ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს;
დ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს;
ე) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ არის დასჯადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგად შესაძლოა დაირღვეს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი.
2. როდესაც სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მოითხოვება ჩხრეკა, ამოღება ან ქონებაზე ყადაღის დადება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შუამდგომლობა შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი პირობები:
ა) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, დასჯადია როგორც შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს კანონმდებლობით;
ბ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულია;
გ) შუამდგომლობის შესრულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
„3. როდესაც უცხო სახელმწიფო მოითხოვს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებების ჩასატარებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე, თუ:
ა) პატიმრობაში მყოფი პირი არ არის თანახმა;
ბ) პატიმრობაში მყოფი პირის საქართველოში ყოფნა აუცილებელია მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელებისათვის;
გ) პატიმრობაში მყოფი პირის გადაცემამ შეიძლება გააჭიანუროს მისი პატიმრობაში ყოფნა;
დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას.
4. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დროებით უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, თუ დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ან შეაფერხებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებას.
5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს შუამდგომლობის შესრულების გადავადების ან შეუსრულებლობის მიზეზები.
7. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებამდე კონსულტაციები გამართოს შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ ან/და გარკვეული პირობებით შესრულების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ: ა) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; დ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს; ე) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ არის დასჯადი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგად შესაძლოა დაირღვეს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი. 2. როდესაც სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მოითხოვება ჩხრეკა, ამოღება ან ქონებაზე ყადაღის დადება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შუამდგომლობა შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი პირობები: ა) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, დასჯადია როგორც შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს კანონმდებლობით; ბ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულია; გ) შუამდგომლობის შესრულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. „3. როდესაც უცხო სახელმწიფო მოითხოვს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებების ჩასატარებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებაზე, თუ: ა) პატიმრობაში მყოფი პირი არ არის თანახმა; ბ) პატიმრობაში მყოფი პირის საქართველოში ყოფნა აუცილებელია მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელებისათვის; გ) პატიმრობაში მყოფი პირის გადაცემამ შეიძლება გააჭიანუროს მისი პატიმრობაში ყოფნა; დ) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას. 4. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დროებით უარი განუცხადოს უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, თუ დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ან შეაფერხებს საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართალწარმოებას. 5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები საქართველოს პროკურატურის მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს შუამდგომლობის შესრულების გადავადების ან შეუსრულებლობის მიზეზები. 7. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებამდე კონსულტაციები გამართოს შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ ან/და გარკვეული პირობებით შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-25-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დ- ი-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღებისა და დანების, ასევე სხვა ინსტრუმენტების შესახებ კოდექსის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ.
- საქმე №2კ-47-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2022
ამასთან, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საექსტრადაციო მასალებში…
- საქმე №2კ-304-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2021
…დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით. 8. ადვოკატის მტკიცებით, ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა ეწინააღმდეგება ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დებულებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9, მე-8 მუხლებით…
- საქმე №2კ-3-I-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2012
…პროკურატურას, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, თურქეთში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ ვერ განხორციელდება სამართლებრივი სასამართლო და დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: „სამართლებრივი დახმარების…
- საქმე №2კ-8-I-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2011
2006 წლის 28 აპრილის კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზიანი, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი, უნდა ამოირიცხოს, ხოლო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც ვ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.