1. თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაზე, თუ:
ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს;
გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს;
ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.
2. თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3804 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
თავი VIდასკვნითი დებულე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3804
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაზე, თუ: ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. 2. თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. თავი VIVIდასკვნითი დასკვნითი დებულებადებულე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება